საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99-IIIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩევა, ამ რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების გარდა, აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარდგინებით. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატებად წარსადგენი პარლამენტის წევრების საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისმა უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა უფრო ადრე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საპარლამენტო ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.

5. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელსაც მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატებად წარსადგენი პარლამენტის წევრების საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა თანაბარი რაოდენობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგენილად ითვლება ის პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისმა უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა უფრო ადრე წარადგინა.

6. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს, რომლის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს არ აქვთ შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისა და მეორე მოსმენით განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემა/მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ აღნიშნული პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი ვრცელდება იმ პროცედურაზედაც, რომელიც პოლიტიკური დებატებისთვის ან კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით წარიმართება.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

28 იანვარი 2021 წ.

N99-IIIრს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №99-IIIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016070.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №99-IIIრს-Xმპ, 28.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016070 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5087839/