სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2021
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №11/004
სარეგისტრაციო კოდი 300380000.25.017.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2021
matsne.gov.ge 3,576 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი სააგენტოს უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 13.11.2020 „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ მომხმარებლის წნევის საფეხური 89% 31.12.2021 „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 02.10.2024 „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 88% 31.08.2018 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონი 87% 20.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება №11/004 2021 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე კანონის 25 ​12​ მუხლის მე-3 პუნქტის, „ნავთობისა და გაზის   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (ნომერი 5648-რს) მე-2 მუხლის და საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ნავთობისა  და გაზის  სახელმწიფო  სააგენტოს  დებულების“  მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტის  „კ“  ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1.  დამტკიცდეს თანდართული „სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და  დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულება“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სატრანსპორტო საშუალებასთან  დაშვების და  დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის  დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. დებულების მოქმედების სფერო და მიზანი  წინამდებარე დებულება შედგენილია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ 2009 წლის 13 ივლისის N2009/73/EC დირექტივის (რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/EC) და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2004 წლის 26 აპრილის N2004/67/EC დირექტივის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. დებულების მიზანია დაარეგულიროს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და ასეთ დაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები. მუხლი 2🔗. დებულების ამოცანები  წინამდებარე დებულების ამოცანებია: ა) ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლისათვის  სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად  გამოყენებისათვის; ბ) სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა; გ) ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლისათვის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად და სააგენტოს უფლება-მოვალეობების დადგენა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ერთმანეთთან, სააგენტოსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა; დ) ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით  ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და დაინტერესებული პორების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობას; ე) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების თაობაზე წარმოქმნილი დავების  სამართლებრივი გადაწყვეტის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. ტერმინთა გამოყენება და განმარტება ამ დებულებაში განსაზღვრული ყველა ტერმინი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის და წინამდებარე დებულების შესაბამისად. თავი II სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება მუხლი 4🔗.  სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების ძირითადი მოთხოვნები 1. ბუნებრივი გაზის საწარმოს და კვალიფიციურ მომხმარებელს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ბუნებრივი გაზის საწარმო და კვალიფიციური მომხმარებელი  უფლებამოსილია დაშვებულ იქნას სატრანსპორტო საშუალებასთან, თუ ის აკმაყოფილებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 3. დაშვების  წერტილში  ყველა  მოწყობილობა-დანადგარი  უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, მოთხოვნებს. 4. დაშვების წერტილი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მექანიკური მინარევებისა და კონდენსატისგან გასუფთავება და აღრიცხვა. 5. ბუნებრივი გაზის საწარმომ, კვალიფიციურმა მომხმარებელმა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ თავიანთ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 6. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებისთვის ყველა საჭირო სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ბუნებრივი გაზის საწარმოსა და კვალიფიციურ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების და პროექტის შესაბამისად. მუხლი 5🔗. დაშვების განაცხადის წარდგენა 1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე  ვალდებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშაოს და სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს „სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების“ შესახებ განაცხადი (დაშვების განაცხადი).  2. დაშვების განაცხადი სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა)  განმცხადებელის  დასახელებას,  სამართლებრივ  ფორმას,  საბანკო  რეკვიზიტებს,  მისამართსა  და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს); ბ) ტექნიკური ინფორმაციის მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაციას; გ) საპროგნოზო დღიური დატვირთვის გრაფიკს; დ) მოთხოვნილი დაშვების, აგრეთვე მაძიებლის/დაინტერესებული პირის ობიექტზე არსებული მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკურ აღწერილობას (მათ შორის, მოწყობილობა-დანადგარის მწარმოებლის მიერ გაცემულ შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს – ტექნიკურ პასპორტსა და ინსტრუქციებს); ე) დაშვების სამუშაოების დაწყების, მოწყობილობა-დანადგარების სატრანსპორტო სისტემაზე  მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღებს; ვ) დაშვების მინიმალურ და მაქსიმალურ სიმძლავრეს (კუბ.მ/სთ); ზ) მინიმალურ და მაქსიმალურ სამუშაო წნევას (მგპა); თ) წლიურ საპროგნოზო მოხმარებას (კუბ.მ); ი) მაძიებლის/დაინტერესეული პირის ობიექტის საქმიანობის ტიპის (სფეროს) შესახებ ინფორმაციას. 3. დაშვების განაცხადს თან უნდა დაერთოს: ა) 1000 ლარის ოდენობით დეპოზიტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაძიებლის/დაინტერესებული პირის რეალური ინტერესის დასადასტურებლად; ბ) მაძიებლის/დაინტერესებული პირის  „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული საქმიანობის ლიცენზიის ასლი, არსებობის შემთხვევაში; გ) განმცხადებლის/დაინტერესებული პირის კუთვნილი ობიექტის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, მისი განლაგების გეგმის, საკადასტრო რუკის და საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერის ჩათვლით. 4. მაძიებელმა/დაინტერესებულმა პირმა, სატრანსპორტო საშუალებეასთან დაშვების  მიზნით,  ამ  მუხლით  განსაზღვრულ  დაშვებასთან დაკავშირებული  ყველა  საჭირო  დოკუმენტი უნდა წარუდგინოს  სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. დაშვების განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი მაძიებელის/დაინტერესებული პირის მიერ. 5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე  ვალდებულია  დაარეგისტრიროს მაძიებლის/დაინტერესებული მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია და მიანიჭოს მას რეგისტრაციის ნომერი. 6. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე  ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთო) სამუშაო დღის ვადაში განიხილოს მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა განაცხადი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისდა წინამდებარე დებულების მოთხოვნებს და გადაწყვეტილებაში აღნიშნოს ეთანხმება თუ არა იგი მისცეს უფლება მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე დაუშვას ბუნებრივი გაზის საწარმო ან/და კვალიფიციურ მომხმარებელი. 7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მაძიაებელს/დაინტერესებულ პირს ხარვეზის დადგენის შესახებ და განუსაზღვროს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, განაცხადი დარჩება განუხილველი და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ მაძიებელს/დაინტერესებულ პირს უნდა დაუბრუნოს  განაცხადი, თანდართული დოკუმენტაცია და დეპოზიტი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ იგი გადახდილია მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ).  მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია. 8. თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მაძიებელს/დაინსტერესებულ პირს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი ითვლება დამტკიცებულად და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია იმოქმედოს ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 6🔗. უარი სატრასპორტო საშუალებასთან დაშვებაზე 1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იღებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ობიექტის სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების გადაწყვეტილებას, ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის მოწყობილობა-დანადგარების  სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხო ან/და ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე შესაძლო გავლენის შეფასების შემდეგ. 2. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს დაშვებაზე თუ აშკარა  უარყოფით  გავლენას  იქონიებს სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებაზე, ან თუ საფრთხეს შეუქმნის გარემოს, საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას; 3. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია უარი განაცხადოს დაშვებაზე, თუ სახეზეა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 25​12 მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 4. იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უარს განაცხადებს დაშვებაზე, მან  დასაბუთებული უარი  გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მაძიებელს/დაინტერესებულ პირს. პასუხი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ან/და სხვა ტექნიკურ გადაწყვეტას მოთხოვნილ დაშვებასთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗 1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია, დაშვების განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 (ხუთი) სამუშაო  დღის  ვადაში  მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი, ყველა თანდართული დოკუმენტაცია, განხილვის ოქმები (აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თავისი გადაწყვეტილება წერილობით ფორმით წარუდგინოს სააგენტოს. 2. სააგენტო  განიხილავს  სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ წარმოდგენილ წერილობით გაცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად. მუხლი 8🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თანხმობას განაცხადებს დაშვებაზე,  იგი ვალდებულია დაშვების თანხმობის შესახებ სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მაძიებელს/დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობოს თანხმობის თაობაზე და გაუგზავნოს შეთავაზება (დაშვების შეთავაზება). 2. დაშვების შეთავაზება გულისხმობს მაძიებლისათვის/დაინტერესებული პირისათვის დაშვების შესახებ  ხელშეკრულების (დაშვების ხელშეკრულების) ხელმოწერილი ორი ეგზემპლარის გაგზავნას. დაშვების ხელშეკრულებ(ებ)ის სტანდარტულ ფორმას შეიმუშავებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და ამტკიცებს სააგენტო. 3. მაძიებელმა/დაინტერესებულმა პირმა  სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისაგან  შეთავაზების  მიღებიდან  20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გასვლამდე მაძიებლის/დაინტერესებული პირის დასაბუთებული მოთხოვნით სატრასპორტო საშულების მესაკუთრე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ  ვადის ერთჯერადად გაგრძელების თაობაზე არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღით. 4. მაძიებელი/დაინტერესებული პირი დაშვების შეთავაზებაზე თანხმობას გამოხატავს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და მისი ერთი ეგზემპლარის სატრანსპორტო საშუელების მესაკუთრესათვის მიწოდებით. 5. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა მაძიებელი/დაინტერესებული პირი სატრანსპორტო საშელების მესაკუთრის მიერ წარდგენილ დაშვების შეთავაზებას განსაზღვრულ ვადაში, გადახდილი დეპოზიტი მაძიებელს/დაინტერესებულ პირს უკან არ უბრუნდება. 6. დაშვების ხელშეკრულებაში შესაძლებელი უნდა იყოს სპეციფიკური პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა   და   საფასურის   გამოყოფა.   დაშვების   ხელშეკრულება   არ   უნდა   ახდენდეს მაძიებლის/დაინტერესებული პირის დისკრიმინაციას და ის არ უნდა განსხვავდებოდეს ერთი და იგივე კატეგორიის პროექტებისათვის. 7. დაშვების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, ორგანიზაციულ ფორმას, საბანკო რეკვიზიტებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს; ბ) კომპენსაციის ოდენობას დაშვების ვადის დარღვევის შემთხვევაში; გ) დაშვების განაცხადის საიდენტიფიკაციო ნომერს; დ)  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციურ მომხმარებელის ობიექტის  და ამ ობიექტზე არსებული მომხმარებელი დანადგარების ტექნიკურ მახასიათებლებს (სამუშაო წნევის, საათობრივი სიმძლავრის და დღიური სიმძლავრის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ტექნიკური პასპორტის შესაბამისად); ე) ინფორმაციას დაშვების წერტილის შესახებ; ვ) დაშვების საფასურს; ზ) დაშვების სამუშაოების განხორციელების პერიოდს, რომელიც დაყოფილია შემდეგ ეტაპებად: ზ.ა) ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებისათვის განსაზღვრული პერიოდი; ზ.ბ) დაშვების სამუშაოებისათვის განსაზღვრული პერიოდი, ყველა საჭირო ნებართვისა და თანხმობის მოპოვების შემდეგ; თ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის  ობიექტის საქმიანობის ტიპს (სფერო); ი) დაშვებასთან დაკავშირებით როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტადი მომსახურების პირობებს. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების შესაძლებლობას. 8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს შეწყვიტოს დაშვების ხელშეკრულება: ა) როდესაც ხელშეკრულების პირობები ირღვევა იმგვარად, რომ ის საფრთხეს უქმნის მისი პირობების ეფექტიანობას ან/და შესრულებას; ბ) თუ ცნობილი გახდება, რომ დაშვების წერტილის მოწყობამდე  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის  ობიექტი მიერთდა სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან; გ)  თუ  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცედურები. მუხლი 9🔗. საფასური და ვადა 1. ბუნებრივი გაზის საწარმო ან/და კვალიფიციური მომხმარებელი ვალდებულია დაშვების  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სრულად გადაიხადოს ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების საფასური. 2. დაშვების  დასრულების  ვადა  განისაზღვრება  მხარეთა  შეთანხმებით,  მათ  შორის, დადებული დაშვების ხელშეკრულებით. მუხლი 10🔗. დაშვების წერტილის შემადგენელი ნაწილი და მისი მდებარეობა 1. დაშვების წერტილის მდებარეობას განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ინტერესების  შეძლებისდაგვარად  გათვალისწინებით,  გამოქვეყნებულ   ტექნიკურ  კრიტერიუმებზე დაყრდნობით. 2. დაშვების წერტილი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან: ა) მილსადენი; ბ) მთავარი ჩამკეტი ონკანი; გ) ავარიული ჩამკეტი ონკანი ავტომატიზებული მართვით; დ)  გაზის ან ნავთობის  მომზადების  კვანძი  (გასუფთავება,  წნევის  რეგულირება   და  საჭიროების  შემთხვევაში წინასწარი გათბობა); ე) აღრიცხვის კვანძი; ვ)  მართვისა და დაცვის ავტომატიზებული სისტემა; ზ) დაშვების წერტილის დაცვის საშუალებები; 3. დაშვების წერტილის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ: ა) შესაძლებელი იყოს მისასვლელი გზის მოწყობა მძიმე ტექნიკისთვის; ბ) იყოს საკმარისი სივრცე დაშვების წერტილის მოწყობილობა-დანადგარების განთავსებისათვის; გ) მოპოვებული იყოს საჭირო ნებართვები ან შესაძლებელი იყოს მათი მოპოვება. 4. დაშვების  წერტილის  სქემები  და  ნახაზები  მომზადებული  უნდა  იყოს  შესაბამისი  ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. 5. დაშვების შედეგად შექმნილი დაშვების წერტილი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საკუთრებას. მუხლი 11🔗. მოთხოვნები ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის  მოწყობილობა-დანადგარების მიმართ 1. ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს მის  საკუთრებაში არსებული (დაშვების მის  მხარეს) ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების  ნორმებთან,  რათა  ამ  მოწყობილობებმა  არ  შეუქმნას  საფრთხე  არც მის საკუთრებაში არსებულ ტრანსპორტირების სისტემას და არც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების  შეუფერხებელ მუშაობას, მის პერსონალსა და მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს. 2. ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს დაშვების მის მხარეს არსებული მილსადენების და მოწყობილობა-დანადგარების გამოყოფა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მილსადენების და მოწყობილობა-დანადგარების  სისტემისგან, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით. 3. დაშვების წერტილის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. 4. ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების წინ აუცილებელია, ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა ჩაატაროს მისი მოწყობილობა-დანადგარების წინასწარი ტესტირება და მისი შედეგები წარუდგინოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ტესტირების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური  მომხმარებლის  ქსელის მზადყოფნის შესახებ და მას უნდა დაერთოს: ა)  ძირითადი მოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები; ბ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ბუნებრივი გაზის  მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი პირების სია; გ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებელის  მიერ დაშვების მის მხარეს არსებული გაზსადენებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების გეგმა; დ) დაშვებისათვის განკუთვნილი ობიექტის მოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ანგარიში. მუხლი 12🔗. კვალიფიციური მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია 1. კვალიფიციური მომხმარებელი უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს დაშვების  წერტილიდან მის მხარეზე არსებულ  ბუნებრივი გაზის ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარს.  2. კვალიფიციური მომხმარებელი  პასუხისმგებელია მისი  კუთვნილი ბუნებრივი  გაზის  ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე. 3. კვალიფიციური მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს და განაახლოს დაშვების წერტილის შემდგომ  მისი  კუთვნილი ბუნებრივი გაზის  ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების მშენებლობასთან, დამონტაჟებასთან, ტესტირება-შემოწმებასთან, მოდიფიკაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები იმგვარად, რომ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს სრულყოფილად წარუდგინოს დასაბუთება გაზის მოწყობილობა-დანადგარების მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტის თანდართვით. 4. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებელი ვალდებულია, არ  დაუშვას  მის  ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთება. სატრნსპორტო საშუალებების მესაკუთრეს ეკრძალება მომსახურების გაწევა იმ კვალიფიციურ მომხმარებლისთვის, რომელიც არღვევს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას. 5. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებული ვალდებულია, მის ობიექტზე დაშვების განაცხადში და დაშვებასთან დაკავშირებით შედგენილი ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში  ასახული  ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ აცნობოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 6. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებლების ობიექტების შემოწმება, რათა დადგინდეს დაშვების წერტილიდან კვალიფიციური მომხმარებლის საკუთრებაში (მიერთების წერტილიდან მომხმარებლის მხარეს) არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ყველა დანადგარის შესაბამისობა დაშვების განაცხადსა და ხელშეკრულებაში ასახულ ინფორმაციასა და მონაცემებთან, და დაშვების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტთან. 7. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებლების ობიექტების შემოწმება უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და შესაბამისი კვალიფიციური მომხმარებლის თანდასწრებით, რომელსაც წერილობით  უნდა ეცნობოს  შემოწმების  დრო და ადგილი გონივრული პერიოდით  ადრე,  მაგრამ  არანაკლებ  10  სამუშაო  დღისა. კვალიფიციური  მომხმარებელი  ვალდებულია, დაუშვას სატრანსპორტო საშუალების წარმომადგენელი მის საკუთრებაში არსებულ ქსელთან, დანადგარებსა და სხვა სახის ხელსაწყოებთან. კვალიფიციური მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშალებების მესაკუთრე უფლებამოსილია, კვალიფიციურ  მომხმარებელს შეუწყვიტოს სატრანსპორტო საშუალების დაშვებასთან დაკავშრებული მომსახურება, რის შესახებაც კვალიფიციური მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე. 8. კვალიფიციური მომხმარებლის ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის საწარმოს დანადგარების ან/და დაშვების განაცხადში, ან/და დაშვების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში ასახული მონაცემების ცვლილება იწვევს დაშვებასთან დაკავშირებული ცვლილების ვალდებულებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. არსებული დაშვების გაუქმება სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული დაშვება უქმდება, თუ კვალიფიციურ  მომხმარებელს  ბუნებრივი  გაზი  აღარ  მიეწოდება  და ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ობიექტს სატრანსპორტო საშუალებიდან,   ამ   დებულებით   დადგენილი   პირობებით,   არ   მოუხმარია ბუნებრივი გაზი. თავი III დავების განხილვა სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების თაობაზე მუხლი 14🔗. თანასწორობა და შეჯიბრებითობა 1. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების თაობაზე დავა განიხილება წინამედებარე თავის შესაბამისად. ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა დავის განხილვაში მონაწილე პირებისთვის. 2. დავის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით. 3. დავის განხილვაში მონაწილე  ყველა პირი  თანასწორია  და დაუშვებელია  რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. 4. დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეებს უფლება  აქვთ,  დაასაბუთონ  თავიანთი  მოთხოვნები,  უარყონ  ან გააქარწყლონ  მეორე  მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს სააგენტოს, დავასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად და დასაზუსტებლად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, აგრეთვე, განახორციელოს ამ თავში გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს. მუხლი 15🔗. დავის განხილვის ენა 1. დავა განიხელება სახელმწიფო ენაზე. 2. თუ დავის განხილვაში მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე,  ასეთი მხარე ვალდებულია, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. თარგმნისთვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია არ განიხილოს უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტი.  მუხლი 16🔗. ვადების ათვლა ამ თავში განსაზღვრული ვადების ათვლისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე  და დასვენების დღეები  არ  ჩაითვლება. მუხლი 17🔗. განცხადება დავის განხილვის თაობაზე 1. დაინტერესებულ მხარეს  უფლება აქვს, მომართოს  სააგენტოს დავის განხილვის თაობაზე განცხადებით. 2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) სააგენტოს სახელწოდებას; ბ) განმცხადებლის ვინაობას, პირად ნომერს (იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს), მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა – ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მოთხოვნას; დ) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა და მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას. მუხლი 18🔗. განცხადების რეგისტრაცია 1. სააგენტოს მიერ განცხადება მიღებისთანავე რეგისტრირდება და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი. სააგენტო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურება. 2. განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის ბუნდოვანების ან მოთხოვნის ფორმულირების დაზუსტების საჭიროების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს ამ თავის მე-19 მუხლში აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით. სააგენტო უფლებამოსილია დახმარება გაუწიოს განმცხადებელს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. 3. დავის წარმოება ითვლება დაწყებულად სააგენტოში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 19🔗. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა 1. სააგენტო  3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნებთან. 2. იმ  შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სააგენტოში არ წარმოადგენს კანონმდებლობით და ამ თავით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, მას განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია; 3. ამ მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  ვადა  არ უნდა იყოს  5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია,  განმცხადებლის  თხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა, გააგრძელოს ეს ვადა. ამ პერიოდში დავის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 4. თუ დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველად, რის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობება წერილობით და განემარტება გასაჩივრების წესი. მუხლი 20🔗. განცხადების განუხილველად დატოვება 1. სააგენტო  არ განიხილავს განცხადებას, თუ: ა) მასში მითითებული მოთხოვნის განხილვა არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას; ბ) იგი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) არსებობს სააგენტოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ)   ამ   თავის  მე-19   მუხლის   მე-3   პუნქტით,  აგრეთვე,  27-ე მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ ვადებში შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში ეცნობება მისი განუხილველად დატოვების თაობაზე  წერილობით და განემარტება გასაჩივრების წესი. მუხლი 21🔗. დავის მხარეთა მორიგება 1. სააგენტო ხელს უწყობს დავის მორიგებით დამთავრებას. 2. დავის მორიგებით დამთავრებისას, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, დავაზე  წყდება საქმის წარმოება. სააგენტოს გამოაქვს შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. 3. სააგენტოს შეუძლია, არ დაეთანხმოს მორიგების შესახებ მხარეთა მოთხოვნას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს   კანონმდებლობას, ან არღვევს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს, ან თუ, მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია. მუხლი 22🔗. განცხადების გადაგზავნა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან 1. სააგენტო განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად გადაუგზავნის  შესაბამის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დავასთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაციისა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს   წერილობითი მოსაზრების მიღების მიზნით. 2. სატრანსპორტო  საშუალების მესაკუთრე ვალდებულია, ამ   მუხლის   პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოსაზრება და დავასთან დაკავშირებული დოკუმენტები სრულად წარუდგინოს სააგენტოს და განმცხადებელს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ სააგენტოს წერილობით მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის მითითებული. მუხლი 23🔗. განცხადების  განხილვამდე  განსახორციელებელი დამატებითი პროცედურები 1. დავის განსახილველად მომზადების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, შეაგროვოს ცნობები, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი და გადაიღოს  შესაბამისი  ფოტო  ან  ვიდეო  მასალა,  დამატებით  გამოითხოვოს  მხარეებისაგან დოკუმენტები, აგრეთვე, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით. 2. სააგენტო უფლებამოსილია,  დავასთან  დაკავშირებული გარემოებების დამატებითი შესწავლის მიზნით, მხარეების მონაწილეობით გამართოს  სამუშაო შეხვედრა. მუხლი 24🔗. დავის განხილვის ვადა 1. სააგენტო განცხადებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 15 დღით, თუ სააგენტოს ესაჭიროება დამატებითი დრო ინფორმაციის მოძიების მიზნით. ვადის გაგრძელების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 25🔗.  დავის განხილვა 1. სააგენტო დავას განიხილავს დაჩქარებული წესით. დავის არსებითი განხილვა იწყება სააგენტოს მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე მოხსენების შემდეგ სააგენტოს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. მხარეებს უფლება აქვთ, სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს შეკითხვები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააგენტო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. მტკიცებულებათა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. დავის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობითა და რეპლიკით. 2. დაჩქარებული წესით დავის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია: ა) შეამოკლოს მხარეების მიერ თავისი განცხადების, მოთხოვნის და პასუხის  წარდგენის ვადა; ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა განცხადებაზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის; გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა; დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა. 3. სააგენტო განცხადების განხილვისას შებოჭილი არ არის განცხადების მოთხოვნის  ფორმულირებით და დავის დროულად დაჩქარებული წესით გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია, განმცხადებელს განუმარტოს მისი უფლებები, მიუთითოს  განცხადებაში  დაშვებული  შეცდომების  შესახებ  და  დაეხმაროს  მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. 4. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის ან გამოთხოვის,  ცნობების  შეგროვების, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მუხლი 26🔗. სააგენტოს გადაწყვეტილება 1. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების წესი, ვადა და ადგილი.  3. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. გადაწყვეტილება შედგება აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით ნაწილში აღინიშნება დავის საგნის შინაარსი (დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძვლები), სამოტივაციო ნაწილში – სააგენტოს დასაბუთება დავის საგანთან მიმართებით (დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება), ხოლო სარეზოლუციო ნაწილში – სააგენტოს გადაწყვეტილება. 4. განცხადების განხილვის შედეგად, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) განცხადების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 27🔗. დავის განხილვის შეჩერება, შეჩერების ვადები და განახლება 1. სააგენტო უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს დავის განხილვა შემდეგ შემთხვევებში: ა) დავის ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას; ბ) თუ დავის განხილვა შეუძლებელია სხვა დავის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს საქართველოს სასამართლოს მიერ; გ) თუ მხარეები ითხოვენ ვადას დავის მორიგებით დასრულების მიზნით და სააგენტო დაეთანხმა მხარეთა მოთხოვნას; დ) სხვა შემთხვევებში, სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. 2. სააგენტო დავის განხილვას შეაჩერებს ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა)  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  –  მხარის მიერ დავის განხილვის შეჩერების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ბ)  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში –  სასამართლოს  შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. 3. დავის განხილვის შეჩერებისა და განახლების თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. დავის განხილვის შეჩერებისა და განახლების თაობაზე სააგენტოს ცალკე გადაწყვეტილება არ მიიღება. 4. დავის განხილვა განახლდება მხარის მიერ განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ. მუხლი 28🔗. დავის წარმოების შეწყვეტა 1. სააგენტო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტს დავის წარმოებას, თუ: ა) არ არსებობს დავის საგანი; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ)  საქართველოს სასამართლოს   წარმოებაშია   საქმე   დავაზე   იმავე   მხარეებს   შორის,  იმავე  საგანზე  და  იმავე საფუძვლით; დ)  გარდაიცვალა  დაინტერესებული პირი  ან  განხორციელდა იმ  იურიდიული  პირის ლიკვიდაცია, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს და სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ე) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადებაზე; ვ) დავა მორიგებით დასრულდა. 2. დავის საქმის შეწყვეტის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. მუხლი 29🔗. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დავის თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სასამართლოშია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი