„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №32 |
|
2021 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის 71 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისის, რუსთავის, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის ფუნქციონირებაც. შაბათ-კვირას ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.“.
2. მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ხოლო შაბათ-კვირას ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს.“.
3. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. გარდა ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა.“.
|