ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2021
ძალის დაკარგვა 25.08.2023
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2021 წლის 29 იანვარი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 იანვრის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 04/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016399).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან – განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიზნით, თანხის გაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში ოფიციალურ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოფიციალურ ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში;
გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;
დ) წარმატებული სპორტული გუნდი – საქართველოს ჩემპიონატში ოფიციალურ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები;
ე) ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენი – წარსულში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებულად მოასპარეზე სპორტსმენი;
ვ) წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში; მედიაპროექტის ფინალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი;
ზ) ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლები – მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მხატვრული კითხვის ოსტატები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და სხვა;
თ) ხელოვნების წარმომადგენლობები – ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიოები, კვარტეტები და სხვა;
ი) შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირები – პედაგოგები, კონცერტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი, ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას;
კ) პროექტი – განმცხადებლის მოთხოვნების შესრულებისთვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით.
მუხლი 3🔗.
წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის, ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის დაჯილდოება:
1.
წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;
ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი;
გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი;
დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი.
2.
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი;
ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;
გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი;
დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი.
3.
წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატის I-ადგილი 1000 ლარი, II-ადგილი 700 ლარი, III-ადგილი 500 ლარი.
4.
ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს საბიუჯეტო წლის მანძილზე ერთჯერადად გასაცემი თანხით 300 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗.
წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის დაჯილდოება
1.
წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 100 ლარი;
ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 200 ლარი.
2.
მედია-პროექტის ფინალისტების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) მედია- პროექტის გამარჯვებული I ადგილი - 500 ლარი.
3.
სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ოქროს მედალოსანი მოსწავლე – 500 ლარი;
ბ) ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე – 300 ლარი.
4.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი.
მუხლი 5🔗.
ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების, ხელოვნების წარმომადგენლობების, შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების დაჯილდოება
1.
ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 100 ლარი;
ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 200 ლარი.
2.
ხელოვნების წარმომადგენლობების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 800 ლარი;
ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 1000 ლარი.
3.
შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 100 ლარი;
ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი ან/და საპატიო წოდების მინიჭება – 200 ლარი.
მუხლი 6🔗.
გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზებული - საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) გუნდი: I ადგილი - 400 ლარი; II ადგილი - 200 ლარი;
ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი - 300 ლარი, II ადგილი - 200 ლარი, III ადგილი - 100 ლარი.
მუხლი 7🔗.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება
ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 1500 ლარისა.
მუხლი 8🔗.
დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.
წარმატებულმა სპორტსმენმა ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა, წარმატებულმა მოსწავლე/ახალგაზრდამ, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, შემოქმედებითი დასის ხელმძღვანელმა პირმა და ხელოვნების წარმომადგენლობებმა, (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
2.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
3.
ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტის თანადაფინანსების მიზნით (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
გ) საპროექტო განაცხადი (თანდართული ხარჯთაღრიცხვით);
დ) განმცხადებლის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
4.
საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებზე.
მუხლი 9🔗.
ჯილდოს გაცემის წესი
1.
შესაბამისი პირის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ.
2.
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.