⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2021
ძალის დაკარგვა 02.02.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1/1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2021 მიღება
02.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №1/1 2021 წლის 28 იანვარი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის,  2013 წლის 8 ოქტომბრის, №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი  №1-სა. ბ)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორასოცი) ოდენობით თანახმად დანართი №2-სა. გ)ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  თანახმად დანართი №3-სა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 20 იანვრის №1/1 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 22/01/2020, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016440). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე