⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2021
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №005
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,039 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №005 2021 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში - გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები სამმართველოს ამოცანებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​​1 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337–341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამმართველოს თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; ე) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე; ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენერალური პროკურორის, აგრეთვე გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; თ) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ი) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; მ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; ნ)  ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ო) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; პ) გენერალურ პროკურორს ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ჟ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; რ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. მუხლი 4🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე 1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველო უფროსის მოადგილე: ა) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; ბ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) სამმართველოს უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) აკონტროლებს სამმართველოს კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის, სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სამმართველოს თანამშრომლები 1. სამმართველოში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები; ბ) სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები. გ) სამმართველოს მრჩევლები. 2. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შესული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობას და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; ე) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს. 3. სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 4. სამმართველოს მრჩევლები უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკური რესურსებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო წყაროებიდან კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზს და დოკუმენტური ფორმით გადასცემენ სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე