⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.05.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2021
ძალის დაკარგვა 27.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №004
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 645 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
27.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №004 2021 წლის 29 იანვარი  ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები სამმართველოს ამოცანებია: ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი; გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება; დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმწიფო ბრალდების მხარედაჭერის სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით; ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე   სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ზ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; თ)  საჩივრებისა და განცხადებების  განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენერალური პროკურორის, აგრეთვე გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ე) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე; ზ) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; თ) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი  ღონისძიებების შესახებ; ი) ექვს  თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; კ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ნ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ო) გენერალურ პროკურორს ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; პ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს; რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამმართველოს თანამშრომლები 1. სამმართველოში შრომით საქმიანობას ეწევიან: სამმართველოს უფროსი პროკურორები,  პროკურორები და მრჩევლები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები სამმართველოს ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე