საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2021
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №002
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,602 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
27.11.2008 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №002 2021 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) (შემდგომში – საგამოძიებო ნაწილი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. საგამოძიებო ნაწილი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საგამოძიებო ნაწილი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. საგამოძიებო ნაწილი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 5. საგამოძიებო ნაწილის  მუშაობა წარიმართება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საგამოძიებო ნაწილის ამოცანები საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია: ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; გ) საგამოძიებო ნაწილის  წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა; დ) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) საგამოძიებო ნაწილის  მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; ვ) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ზ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თ) ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ი) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; კ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 3🔗. საგამოძიებო ნაწილის სტრუქტურა 1. საგამოძიებო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია: ა)  საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველო; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო. 2. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: ა) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ბ) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; გ) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ამოცანებია: ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების გამოვლენა; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ შეტყობინებების განხილვა, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორის შემოწმება და კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყება, წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ; დ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; ვ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ზ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; თ) ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება. მუხლი 4🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსი 1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საგამოძიებო ნაწილის  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; გ) აუქმებს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის (ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას; ე) ანაწილებს მოვალეობებს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ვ) ახორციელებს კონტროლს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; ზ) ექვს  თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს საგამოძიებო ნაწილის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ; თ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის ეფექტოანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ი) ისმენს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) ხელს აწერს საგამოძიებო ნაწილში მომზადებულ დოკუმენტებს; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საგამოძიებო ნაწილის ამოცანების შესასრულებლად; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) პასუხისმგებელია საგამოძიებო ნაწილზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები 1. საგამოძიებო ნაწილის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური  პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. 3. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები: ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ საგამოძიებო ნაწილის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს; გ) იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე; დ) მონაწილეობენ გამოძიების წარმოებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს; ე) გენერალური პროკურორის (ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; ვ) აუქმებენ საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე; ზ) საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; თ) ხელს აწერენ საგამოძიებო ნაწილში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის,  საგამოძიებო ნაწილის უფროსისა და  მისი მოადგილის დავალებების შესრულებას; ე) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები და მათი უფლებამოსილებები 1. საგამოძიებო ნაწილში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს  უფროსი პროკურორები და პროკურორები; გ) საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; დ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ე) დეპარტამენტის სტაჟიორი; ვ) დეპარტამენტის მრჩევლები; ზ) დეპარტამენტის სპეციალისტი; თ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 2. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შესული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში,  როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობას და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; ე) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს. 3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 4. საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან გენერალური პროკურატურის სხვა ოპერატიული თანამშრომლები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომლები. 5. საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის მოადგილის ან საგამოძიებო ნაწილის  უფროსის (მასთან შეთანხმებით – საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 6. საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და იღებენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ გენერალურ პროკურორს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილის  უფროსს და მის მოადგილეებს. 7. დეპარტამენტის სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორისათვის,  პროკურორისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლისათვის ანდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 8. საგამოძიებო ნაწილის მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით. 9. საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ნაწილის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, აგრეთვე – საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვა) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას. 10. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას.