საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №001
სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №001
2021 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი
დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) განვითარების ხელშეწყობა;
ბ) პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა;
გ) პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
დ) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;
ვ) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა;
ზ) პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;
თ) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;
ი) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
კ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
მ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;
ნ) გენერალური პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;
ო) პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;
ჟ) შრომითი ხელშეკრულებების დადება;
რ) პროკურატურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესის კოორდინირება და ზედამხედველობა;
ს) საკადრო რეზერვის ფორმირების უზრუნველყოფა;
ტ) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;
უ) პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
ბ) პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო).
2. ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას დამოუკიდებლად, ან/და საჭიროებისამებრ პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრთან (სამმართველო) ერთად;
ბ) თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, რეორგანიზაციის, შტატების შემცირების პროცესის, ორგანიზებას და მართვას;
გ) პროკურატურის სტაჟიორთა და პრაქტიკანტების შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობას;
დ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ხელშეკრულებით მისაღებ პირთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას;
ე) კადრების რეზერვის მართვას;
ვ) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების ორგანიზებას;
ზ) პროკურატურის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რანგირების, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების, სხვა საკადრო ხასიათის ან/და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტების მომზადებას;
თ) შრომითი ხელშეკრულებების დადებას, განახლებასა და შეწყვეტას;
ი) საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაციას;
კ) სამსახურებრივი მოწმობების დამზადებას, გაცემასა და აღრიცხვას;
ლ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვას და თანამშრომლებზე გაცემას;
მ) პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ნ) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასების მინიჭების საკითხების მომზადებას;
ო) პროკურატურის თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას;
პ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების გაცემას;
ჟ) პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის საკადრო ხასიათის ინფორმაციების მომზადებას.
3. პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზს, განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, განგრძობადი განათლების ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთათვის პროფესიული სასწავლო პროგრამების შექმნას;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრენინგკომპონენტების ფარგლებში, სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და ხელმძღვანელობას;
დ) სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თანამშრომლობას;
ე) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
ვ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კონკურსების, ტრენინგების, ტესტირებების, საკვალიფიკაციო და შესაბამისობის გამოცდების ორგანიზებას და ჩატარებას;
თ) ტრენერთა შერჩევის, ტრეინინგის ექსპერტებისა და ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადების და გადამზადების პროცესების ორგანიზებას;
ი) დამხმარე, მეთოდოლოგიური, სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ცალკეული სტანდარტების შემუშავებას და განვითარებას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) გენერალური პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) გენერალური პროკურორის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალურ პროკურორს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ;
ო) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
პ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) დეპარტამენტის ამოცანებისა და პროექტების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას;
თ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
კ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ლ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენერალური პროკურორისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა შესრულებას;
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) პროკურორი;
ბ) მრჩეველი;
გ) სპეციალისტი;
დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2 დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტის უფროსის დავალებით, ხელს აწერენ მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტებს.
4. დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე