ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2021
ძალის დაკარგვა 01.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №12/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016545
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№12/04
2021 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში –ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი;
ე) რეგისტრაციის მისამართი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფოტოსურათი;
თ) სქესი.
მუხლი 2🔗
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2021 წლის პირველ აპრილამდე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე