,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 16/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №76

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ) სამედიცინო დეპარტამენტი.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

    „მუხლი 182.

სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და სხვა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის წარმართვა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება მათი მხრიდან მატერიალური, ტექნიკური და საინფორმაციო დახმარების მიღების მიზნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

    მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №76. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №76, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5092/