“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.04.2000
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.230
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 08/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,743 სიტყვა · ~19 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (13)
ცალკეული სატრანსპორტო საშუალებები: სამუხრუჭო მანძილი(მ),   არაუმეტეს
მსუბუქი ავტომობილები და მათი  მოდიფიკაციები ტვირთის გადასაზიდად 12,2 (14,5)
ავტობუსები ნებადართული მაქსი-  მალური მასით 5 ტონამდე ჩათვლით 15,2 (18,7)
იგივე 5 ტონაზე მეტი 16,8 (19,9)
სატვირთო ავტომობილები ნება-  დართული მაქსიმალური მასით 3,5  ტონამდე ჩათვლით 15,1 (19)
იგივე 3,5-დან 12 ტონამდე ჩათვლით 18,8 (22,1)
იგივე 12 ტონაზე მეტი 18,4 (21,9)
ორბორბლიანი მოტოციკლები და  მოპედები 7,5 (7,5)
მოტოციკლები გვერდითი მისაბმელით 8,2 (8,2)
მსუბუქი ავტომობილები და მათი  მოდიფიკაციები ტვირთის გადაზი-  დვისათვის 13,6 (14,5)
იგივე 5 ტონაზე ზევით 18,4 (19,9)
სატვირთო ავტომობილები ნება-  დართული მაქსიმალური მასით 3,5 ტონამდე ჩათვლით 17,7 (22,7)
სატრანსპორტო საშუალების ტიპი: ჯამური ფოლხვა (გრადუსები) არა უმეტეს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:"T_G_ Dumbadze";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {mso-style-name:"Normal\,Cveulebrivi"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {mso-style-name:"Heading 1\,saTauri 1"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"T_G_ Dumbadze","sans-serif"; text-transform:uppercase; font-weight:normal;} h2 {mso-style-name:"Heading 2\,saTauri 2"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:normal;} h3 {mso-style-name:"Heading 3\,saTauri 3"; margin-top:3.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:283.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.5pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimarTvaxelmowera, li.mimarTvaxelmowera, div.mimarTvaxelmowera {mso-style-name:"mimarTva\/xelmowera"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:241.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.4pt 42.55pt 35.45pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}   სახელწმიფო სარგეისტრაციო კოდი                     180.012.004.230 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №142 2000 წლის 18 აპრილი  ქ. თბილისი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხდეველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა შესრულებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, კერძო ფირმებთან, აგრეთვე ცალკეულ ავტომფლობელებთან ურთიერთთანამშრომლობის მეთოდების სრულყოფისა და სატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესები“. 2. საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ უზრუნველყოს ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების კუთვნილი ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო, პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარება ლიცენზირებულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში შემოწმებით. 3. შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონული ორგანოების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ საგზაო პოლიციის პირადი შემადგენლობის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესების შესწავლა და ჩათვლების მიღება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №615 ბრძანებით დამტკიცებული საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დებულება“. 5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. კ.თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ მდგომარეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შსს საგზაო პოლიცია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა” და “პოლიციის შესახებ” კანონების შესაბამისად. 1. ზოგადი დებულებები  1.1. წესები განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით საქმიანობას, ამ პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის (შემდგომში–საგზაო პოლიცია) დანაყოფების მოვალეობებს, აგრეთვე სამინისტროებთან, უწყებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულების ფორმებს. 1.2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით საგზაო პოლიციის ძირითადი ამოცანებია: ა) დააწესოს კონტროლი ქვეყნის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ბ) სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით ჩაატაროს პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება.  1.3. საგზაო პოლიცია ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით თავის საქმიანობას წარმართავს სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობით, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.  1.4. ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისას დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის საგზაო პოლიციის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ არსებული კანონმდებლობით. 2. ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით მოვალეობათა განაწილება საგზაო პოლიციის ცენტრალურ აპარატსა და დანაყოფებს შორის  2.1. შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით ასრულებს მართვისა და კონტროლის ფუნქციებს, აგრეთვე სხვა მოვალეობებს, რომლებიც განსაზღვრულია საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულებით და დამტკიცებულია შსს ბრძანებით. არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახდენს დაქვემდებარებული დანაყოფების შემოწმებას პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ატარებს მიზნობრივ ღონისძიებებს ტექ.დათვალიერების გარეშე და ტექ.გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გამოსავლენად.  2.2. ავტონომიური რესპუბლიკების შს სამინისტროების საგზაო პოლიციის სამმართველოები, ქ.თბილისის, სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) საგზაო პოლიციის სამსახური, განყოფილებები (ქვეგანყოფილებები) ასრულებენ კონტროლის ფუნქციებს ავტომოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით შ.ს სამინისტროსა და საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაშვებული ბრძანებებისა და დირექტიული წერილების შესრულებაზე. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებთან ერთად ატარებენ მიზნობრივ ღონისძიებებს ტექ.დათვალიერების გარეშე და ტექ.გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გამოსავლენად.  2.3. საქალაქო და რაიონული შს ორგანოების საგზაო პოლიციის განყოფილებები და ქვეგანყოფილებები ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით ასრულებენ შემდეგ მოვალეობებს:  2.3.1. ახორციელებენ კონტროლს სატრანსპორტო საშუალებათა კონსტრუქციების შესაბამისობაზე მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან იმ შემთხვევაში, როცა მათი დამზადება ან გადაკეთება არ მოითხოვს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებასა და შეთანხმებას.  2.3.2. დადგენილი წესით ატარებენ ავტომობილების, მისაბმელებისა და მოტოციკლების სახელმწიფო სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ დათვალიერებას.  2.3.3. აკონტროლებენ წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის ჩატარებულ ღონისძიებებს.  2.3.4. ახორციელებენ კონტროლს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების, ტრამვაი-ტროლეიბუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოწმებენ მათზე რადიოსადგურებისა და რადიოელექტრონული საშუალებების დაყენების კანონიერებას, აგრეთვე ქარხანა-დამამზადებლის კონსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მოწყობილობების არსებობას.  2.3.5. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გაუხსნელი ავტოსაგზაო შემთხვევების გამოვლენის მიზნით ახორციელებენ კონტროლს ტექნიკური მომსახურეობის ობიექტების მიერ ჩატარებულ სატრანსპორტო საშუალებათა შეკეთებაზე (სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები).  2.3.6. ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისას დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის. საგზაო პოლიციის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ არსებული კანონმდებლობით. 3. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო, პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესი  3.1. ავტომოტოსარტანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო, პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების ჩატარების განმსაზღვრელ ერთიან ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და შემუშავებულია საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ შესაბამისად.  3.2. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლოატაციაში არსებული და დადგენილი წესით საგზაო პოლიციაში რეგისტრირებული ყველა ავტომოტოსატრანსპოტრო საშუალება ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით ყოველწლიურად გადის სავალდებულო, პერიოდულ, სახელმწიფო ტექნიკურ დათვალიერებას.  3.3 ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო, პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება (შემდგომში – ტექნიკური დათვალიერება) ტარდება ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.  3.4. ტექნიკური დათვალიერებისას ხდება ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, მათი რაოდენობის, კუთვნილების, სხვა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტება, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების დანაშაულებრივი ხელყოფის შემთხვევების აღკვეთა-აცილებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების განხორციელება. 3.5. ავტოტრანსპორტის ტექნიკურ დათვალიერებას ატარებენ საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შს საქალაქო და რაიონული ორგანოების საგზაო პოლიციის შესაბამისი სამსახურები კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ლიცენზირებულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში შემოწმების საფუძველზე. 3.6. იურიდიული პირების კუთვნილ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალებათა) ტექნიკური დათვალიერების დაგეგმვა წარმოებს მთელი წლის მანძილზე წინასწარ შედგენილი გრაფიკების მიხედვით, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს ტექნიკური დათვალიერების ჩატარების ადგილის, კალენდარული დღეების, ჩატარების დროისა და ტექნიკურ დათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესახებ. დამტკიცებული გრაფიკების ასლები ეგზავნებათ შესაბამის საწარმოებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია სატრანსპორტო საშუალებათა ინდივიდუალური წესით ტექნიკურ დათვალიერებაზე წარდგენა. 3.7 კერძო მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებათა მომდევნო ტექნიკურ დათვალიერებაზე წარდგენის თარიღი განისაზღვრება ინდივიდუალურად, წინა ტექ.დათვალიერების თარიღის გათვალისწინებით. 3.8 პირები, რომელთა მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს მოცემულ წელს არ ეწევა ექსპლუატაცია, ვალდებული არიან წერილობით აცნობონ საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს, რათა საგზაო პოლიციის თანამშრომელმა ტექნიკური დათვალიერების ვადებში მოახდინოს დროული რეაგირება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე. 3.9 საგზაო პოლიციის სამხარეო (საქალაქო, რაიონული) დანაყოფები ტექნიკური დათვალიერების დაწყებამდე არანაკლებ ოცი დღისა პრესის, ტელევიზიის, რადიოს საშუალებით ატყობინებენ ინდივიდუალურ მფლობელებს კუთვნილი ავტოტრანსპორტის ტექ.დათვაქლიერებაზე წარდგენის ადგილს, ტექნიკური დათვალიერების სიახლეებს, ხოლო იურიდიულ და ფიზიკური პირებს ეგზავნებათ შეტყობინებები და აქტის ბლანკები დადგენილი ფორმით ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების სიის შესადგენად (სატრანსპორტო საშუალების მარკის, ძარის, ძრავის, შასის, გამოშვების წელის და სხვა აუცილებელი ჩანაწერების გათვალისწინებით), რომელიც წარედგინება საგზაო პოლიციას ავტოტრანსპორტთან ერთად ტექ.დათვალიერების ჩატარების დროს. სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები ვალდებული არიან დადგენილ ვადებში წარადგინონ კუთვნილი ტრანსპორტი საგზაო პოლიციაში ტექნიკური დათვალიერების ჩასატარებლად. 3.10. სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას საგზაო პოლიცია ახდენს უწესივრობათა და პირობების ნუსხის მიხედვით, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია (დანართი 1). შემოწმების ეფექტურობის ამაღლებისა და ობიექტური შედეგების მიღებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება ლიცენზირებულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების ჩატარებისას საკონტროლო საზომი ხელსაწყოების გამოყენებით დიაგნოსტიკურ ცენტრებში შესამოწმებელი პარამეტრების ნუსხი“-ს მიხედვით. 3.10.1 დიაგნოსტიკური ცენტრები თავის საქმიანობას წარმართავენ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 6 თებერვლის № 40 ბრძანებულებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების ლიცენზირების პირობებისა და მუშაობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. 3.10.2 გამართულ ავტომანქანაზე გაიცემა დიაგნოსტიკური ბარათი და ტოქსიკურობის ტალონი, რომლებიც ავტომფლობელმა 5 დღის ვადაში უნდა წარადგინოს საგზაო პოლიციის დანაყოფში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სადაც წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგზაო პოლიციის ინსპექტორი. 3.10.3 პირველი რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში, ახალი (გამოშვებიდან ერთი წლის ასაკამდე) ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკური დათვალიერებისას თავისუფლდებიან მხოლოდ დიაგნოსტიკური და ეკოლოგიური შემოწმებებისგან. 3.11. ავტომფლობელი უფლებამოსილია წარადგინოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით რეგიონში არსებულ ნებისმიერ ლიცენზირებულ დიაგნოსტიკურ ცენტრში შესამოწმებლად, ხოლო ტექნიკური დათვალიერების საბოლოო შედეგების გასაფორმებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა უნდა მოხდეს საგზაო პოლიციაში მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ავტომფლობელთა ინტერესების გათვალისწინებით გამონაკლისის დაშვება შეიძლება მხოლოდ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მითითების საფუძველზე. 3.12. საგზაო პოლიციის დანაყოფში ინსპექტორის მიერ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერება უნდა დაიწყოს მათი ტიპის, მარკის, მოდელის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების, ძრავის, ძარის, შასის (ჩარჩოს) მონაცემების სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათისა და ტექნიკური პასპორტის მონაცემებთან შედარებით. შეუსაბამობის ან გადაკეთების ფაქტების აღმოჩენისას სათანადო შემოწმების შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს. ტექნიკურად გამართულად ჩაითვლება დამაკმაყოფილებელი გარეგნული იერსახის მქონე სრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობაც პასუხობს საგზაო მოძრაობის წესებისა და მოქმედი სახელმწიფო სტანდარტის 25478–91 მოთხოვნებს. ყველა სხვა შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად. 3.13. გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების საბოლოო შედეგების გასაფორმებლად ავტომფლობელი (ან მისი წარმომადგებელი) საგზაო პოლიციის ინსპექტორს წარუდგენს: – ავტოსატრანსპორტო საშუალებას; – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ პასპორტს; – მართვის მოწმობას; – ტოქსიკურობის ტალონს; – დიაგნოსტიკურ ბარათს; – ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისათვის დადგენილი საგზაო ფონდის შესაბამისი თანხის გადახდის ქვითარსა და ტალონს; – ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისს. 3.13.1. საგზაო პოლიციის ინსპექტორი ტექნიკურად გამართულ ტრანსპორტზე გასცემს: – ავტომობილზე – ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელ ფირნიშანს, რომელზეც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მომავალ ტექ.დათვალიერებაზე წარდგენის თარიღი. ფირნიშანი ძალაშია მისი გაცემიდან ერთი კალენდარული წლის ვადით და მას საგზაო პოლიციის ინსპექტორი პირადად ამაგრებს ავტომაქანის წინა საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში, ხოლო ტექ.პასპორტზე კი დააკრავს კლიფსს. საქარე მინაზე და ტექ.პასპორტზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მომქმედი ფირნიშნისა და კლიფსის არსებობა. – მოტოტრანსპორტსა და მისაბმელზე–ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელ ცნობას, რომელიც ავტომფლობელს ეძლევა ხელზე. 4. სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენისა და საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში წარდგენის წესი 4.1. სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების შედეგების ანგარიშის ერთიანი ფორმა მუშავდება საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ. 4.2. სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშს საგზაო პოლიცია ადგენს 1 იანვრის მდგომარეობით. 4.3. ყოველთვიურ საშუალედო ანგარიშებს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საქალაქო (რაიონული) და სამხარეო საგზაო პოლიციის დანაყოფები საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში წარმოადგენენ ყოველი მომდევნო თვის 3 რიცხვამდე. 4.4. ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, რაიონებში და რეგიონებში ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო აანალიზებს მონაცემებს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და სახავს ღონისძიებებს არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. 5. საგზაო პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საწარმოებში სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით 5.1. ავტოსატრანსპორტო საწარმოებში კონტროლის გატარება სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით ხორციელდება საგზაო პოლიციის დანაყოფების მიერ. 5.2. კონტროლის მიზანია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა. 5.3. საგზაო პოლიცია აკონტროლებს იურიდიული პირების კუთვნილი ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე, საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს. 5.4. კონტროლის ძირითადი ამოცანაა კომპლექსურად შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საწარმოები, რაც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობას, ყოველდღიური კონტროლის ორგანიზაციას, პერიოდული ტექნიკური მომსახურების ჩატარების სისტემას და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების მუშა მდგომარეობაში ყოფნას. 5.5. ავტოსატრანსპორტო საწარმოების კომპლექსური შემოწმება ხდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, იგი შედის საგზაო პოლიციის სამუშაო გეგმაში, სადაც მითითებულია საწარმოს დასახელება და შემოწმების თარიღი.  ● შემოწმების დროს საგზაო პოლიციის თანამშრომლები თითოეულ ავტოსატრანსპორტო საწარმოში აღრიცხავენ: ● სატრანსპორტო საშუალებების ტექ. გაუმართაობის მიზეზით მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების არსებობას; ● უკანასკნელად ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების მონაცემების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას; ● სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომელთა ექსპლუატაციაც აკრძალული იყო ტექ. გაუმართაობის მიზეზით; ● იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომლებმაც გაიარეს ამორტიზაციის დადგენილი ვადები და ამოწურეს თავისი რესურსები; ● დამოუკიდებლად დამზადებულ ან გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა კონსტრუქცია არ პასუხობს დადგენილ სტანდარტებს და მოძრაობის უსაფრთხოების წესებს; ● სტანდარტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საგზაო პოლიციის თანამშრომლის ან გამომძიებლის მიერ გაგზავნილ წარდგინებებსა და მიწერილობებს, მათ შესრულებას. 5.6. დამატებითი ტექნიკური შემოწმება უტარდება ტაქსებს, ავტობუსებს, სატვირთო ავტომობილებსა და ფურგონებს (რომელიც ხალხის გადაყვანას ემსახურება), სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც საშიში ტვირთი გადააქვთ და იმ ტრანსპორტს, რომლებსაც არა აქვთ სარემონტო ბაზა და არ შეუძლიათ ტექ. მომსახურება გაუწიონ თავის სატრანსპორტო საშუალებას. 5.6.1. მგზავრთა გადაყვანით დასაქმებული ავტოტრანსპორტი გადის ყოველდღიურ წინასარეისო სამედიცინო და ტექნიკური გამართულობის შემოწმებას (საწარმოებში, ავტოსადგურებში, გამშვებ საკონტროლო პუნქტებში).  5.6.2 საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების შემოწმება ხდება მხოლოდ ტექნიკური დათვალიერების ჩატარების შემთხვევაში. და თუ გაცემულია მოწმობა – „ნება დაერთოს სახიფათო ტვირთის გადატანაზე“  5.7. ავტოსატრანსპორტო საწარმოების სხვა სახის შემოწმება საგზაო პოლიციამ შეიძლება დანიშნოს კომპლექსური შემოწმების შედეგების მიხედვით. 5.8. ავტოსატრანსპორტო საწარმოების შემოწმება ხორციელდება საგზაო პოლიციის თანამშრომლებისა და მათივე ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიერ. საჭიროების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებელი კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნან სხვა სპეციალისტებიც.  საგზაო პოლიციის თანამშრომლები კომისიასთან ერთად ადგენენ შემოწმების სამუშაო გეგმა-დავალებას. 5.9. შემოწმების ჩატარებამ არ უნდა შეაფერხოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ფუნქციონირება. 5.10. ავტოსატრანსპორტო საწარმოებში, სადაც არ არის სარემონტო ბაზა და ტექნიკური სამსახური, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი ევალება მძღოლებს. 5.11. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე ვალდებული არიან უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებთან და არ დაუშვან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. 5.12. კომპლექსური შემოწმებით დგინდება საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა, გამართულობის პროცენტი და განისაზღვრება ღონისძიებები არსებული მდგომარეობების გასაუმჯობესებლად. 6. ტრამვაი–ტროლეიბუსებზე ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი 6.1. ტრამვაი–ტროლეიბუსებზე ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს ახორციელებს საგზაო პოლიცია. ეს სამუშაო შედის საგზაო პოლიციის გეგმაში, სადაც დასახელებულია ტრამვაი–ტროლეიბუსების ფარეხები და შემოწმების თარიღები, რომლებიც დგინდება ფარეხების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. 6.2. შემოწმება ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობს ფარეხებში, სამუშაო რიტმის დაურღვევლად. 6.3. ფარეხებში აღრიცხვაზე მყოფი ყველა ტროლეიბუსი და ტრამვაი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შემოწმებას მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა მიხედვით. 6.4. ტექნიკურად გამართულად ითვლება ტროლეიბუსი და ტრამვაი, რომელთა ტექნიკური მდგომარეობა პასუხობს სტანდარტებს. სატრანსპორტო საშუალება, რომლის თუნდაც ერთი კომპონენტი არ პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს, ითვლება ტექნიკურად გაუმართავად. 6.5. შედეგები ფორმდება აქტით, რომელშიც მითითებულია: პარკის დასახელება; ვის მიერ და როდის ჩატარდა შემოწმება; ტროლეიბუსებისა და ტრამვაის ნომრები; სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ტექნიკური ნაკლი; საექსპლუატაციო დაშვებაზე დასკვნა (ტექ.გამართული და ტექ.გაუმართავი); ერთობლივი რეკომენდაციები ტექ. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აქტები დგება ორ ეგზემპლარად და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 7. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი ქუჩებსა და გზებზე 7.1. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ქუჩებსა და გზებზე ახორციელებს საგზაო პოლიცია, იგი ავლენს და უკრძალავს ექსპლუატაციას ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპორტს, რომელიც საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. 7.2. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მასობრივი შემოწმება ქუჩებსა და გზებზე დაუშვებელია. სატრანსპორტო საშუალების შერჩევითი შემოწმება ხორციელდება: ● გამოკვეთილი უწესივრობის დროს; ● იმ ავტომანქანების, რომლებმაც დროულად არ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება; ● იმ ავტომობილების, რომელებიც დადგენილი წესით საგზაო პოლიციასთან შეუთანხმებლად არიან დაკომპლექტებული სხვა მოდელის ავტომანქანების კონსტრუქციული ელემენტებით. 7.3. ქუჩებში შემოწმებას არ ექვემდებარება სასწრაფო და ვეტერინალური დახმარების, სახანძრო, საფოსტო, საინკასატორო, ავარიულ-ტექნიკური სამსახურის, უშიშროების, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, რადიოაქტიური ტვირთის გადამტანი და სხვა ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანები. ასევე დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობითი საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი ტურისტული მანქანები, ტაქსები მგზავრებით, ავტობუსები და მოსავლის აღებაზე მომუშავე კოლონაში მყოფი ავტომანქანები. 7.4. ქუჩებსა და გზებზე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი შედის საგზაო პოლიციის გეგმაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიზნობრივი რეიდების ჩატარების ადგილი და თარიღი. 7.5. შემოწმებისას საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პირადი უსაფრთხოების წესები: თავის დროზე მისცენ გაჩერების ნიშანი; არ უნდა იდგნენ მოძრაობის ზოლზე, ჩართულ ძრავიანი მანქანის წინ ან უკან, არ დაჯდნენ საჭესთან, თუ არ აქვთ ამ კატეგორიის ავტომანქანის ტარების უფლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია ჩაჯდეს კაბინაში მძღოლთან ერთად. 7.6. ქუჩებსა და გზებზე ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საგზაო პოლიცია ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. 7.7 საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას. 7.8 საგზაო პოლიციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აკრძალოს გამოვლენილი ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაცია, რომელიც საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები.                                                                                                                                დანართი №1 უწესივრობათა და პირობების ნუსხა, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია წინამდებარე ნუსხა ადგენს ავტომობილების, ავტობუსების, ავტომატარებლების, მისაბმელების, მოტოციკლების, მოპედების, ტრაქტორების, სხვა თვითმავალი მანქანების უწესივრობებსა და პირობებს, რომელთა არსებობისას მათი მოძრაობა აკრძალულია. მოყვანილი პარამეტრების შემოწმების მეთოდები რეგლამენტირებულია 25478-91 სახსტანდარტით „ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები“: 1. სამუხრუჭო სისტემები; 1.1. საგზაო გამოცდებისას არ არის დაცული მუშა სამუხრუჭო სისტემით დამუხრუჭების ეფექტურობის შემდეგი ნორმები: ცალკეული სატრანსპორტო საშუალებები: სამუხრუჭო მანძილი(მ),   არაუმეტეს დამყარებული  შენელება(მ/წ2),  არაუმეტეს  მსუბუქი ავტომობილები და მათი  მოდიფიკაციები ტვირთის გადასაზიდად 12,2 (14,5) 6,8 (6,1)  ავტობუსები ნებადართული მაქსი-  მალური მასით 5 ტონამდე ჩათვლით 13,6 (18,7) 6,8 (5,5)  იგივე 5 ტონაზე მეტი 16,8 (19,9) 5,7 (5)  სატვირთო ავტომობილები ნება-  დართული მაქსიმალური მასით 3,5  ტონამდე ჩათვლით 15,1 (19) 5,7 (5,4)  იგივე 3,5-დან 12 ტონამდე ჩათვლით 17,3 (18,4) 5,7 (5,7)  იგივე 12 ტონაზე მეტი 16 (17,7) 6,2 (6,1)  ორბორბლიანი მოტოციკლები და  მოპედები 7,5 (7,5) 5,5 (5,5)  მოტოციკლები გვერდითი მისაბმელით 8,2 (8,2) 5 (5)  ავტომატარებლები, რომელთა სა-  წევრებია:  მსუბუქი ავტომობილები და მათი  მოდიფიკაციები ტვირთის გადაზი-  დვისათვის 13,6 (14,5) 5,9 (6,1)  ავტობუსები ნებადართული მაქსი-  მალური მასით 5 ტონამდე ჩათვლით 15,2 (18,7) 5,7 (5,5)  იგივე 5 ტონაზე ზევით 18,4 (19,9) 5,5 (5)  სატვირთო ავტომობილები ნება-  დართული მაქსიმალური მასით 3,5 ტონამდე ჩათვლით 17,7 (22,7) 4,6 (4,7)  იგივე 3,5-დან 12 ტონამდე ჩათვლით 18,8 (22,1) 5,5 (4,9)  იგივე 12 ტონაზე მეტი 18,4 (21,9) 5,5 (5) შ ე ნ ი შ ვ ნ ა : 1. სამუხრუჭო მანძილისა და დამყარებული შენელების ფრჩხილებში ჩასმული მნიშვნელობები ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა წარმოება დაიწყო 1981 წლის 1 ინვრამდე. 2. გამოცდა ტარდება სწორ, მშრალ, ცემენტბეტონის ან ასფალტბეტონის სუფთა საფარიანი გზის ჰორიზონტალურ უბანზე დამუხრუჭების საწყისი სიჩქარით ავტომობილების, ავტობუსებისა და ავტომატარებლებისათვის – 40კმ/სთ და 30კმ/სთ – მოტოციკლებისა და მოპედებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებს ცდიან აღჭურვილ მდგომარეობაში (მძღოლის მასის ჩათვლით) მართვის ორგანოზე მუშა სამუხრუჭე სისტემით ერთჯერადი ზემოქმედების გზით. 3. სატრანსპორტო საშუალებათა მუშა სამუხრუჭო სისტემის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს სხვა მაჩვენებლებითაც 25478-91 სახსტანდარტის შესაბამისად. 1.2. დარღვეულია ჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის ჰერმეტულობა. 1.3. პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავების ჰერმეტულობის დარღვევა გამორთული ძრავის დროს იწვევს ჰაერის წნევის დაცემას 0,05მგ. ჰა-ზე (0,5კგ/სმ​2) მეტად 15 წუთის განმავლობაში ამთ სრულ ამოქმედებამდე. 1.4. არ მუშაობს პნევმატური ან პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავების მანონეტრი. 1.5. სადგომი სამურუჭო სისტემა ვერ უზრუნველყოფს უძრავ მდგომარეობას: სრულტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებებისა – დაღმართზე 16%-მდე დახრილობის ჩათვლით; აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილების და ავტობუსებისა – დაღმართზე 23%-მდე დახრილობის ჩათვლით; აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატვირთო ავტომობილების და ავტომატარებლებისა – დაღმართზე 31%-მდე დახრილობის ჩათვლით; 2. საჭის სამართავი მექანიზმი. 2.1. საჭის სამართავ მექანიზმში ჯამური ფოლხვა აღემატება შემდეგ მნიშვნელობებს: სატრანსპორტო საშუალების ტიპი: ჯამური ფოლხვა (გრადუსები) არა უმეტეს  მსუბუქი ავტომობილები და მათ ბაზაზე შექმნილი სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები  ავტობუსები  სატვირთო ავტომობილები 10 20 25 2.2. არსებობს დეტალებისა და კვანძების კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი გადაადგილებები; ხრახნული შეერთებები არ არის მოჭერილი ან დაფიქსირებული დადგენილი ხერხით. 2.3. გაუმართავია ან არაა დაყენებული კონსტრუქციით გათვალიწინებული საჭის სამართავი მექანიზმის გამაძლიერებელი ან საჭის დემპფერი (მოტოციკლებისათვის). 3. გარე მაშუქი ხელსაწყოები. 3.1. გარე მაშუქი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, ფერი, განლაგება და რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს.  შენიშვნა: წარმოებიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებებზე დასაშვებია სხვა მარკისა და მოდელების სატრანსპორტო საშუალებათა გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება. ფარების რეგულირება არ შეესაბამება 25478-81 სტანდარტის მოთხოვნებს. 3.3. არ მუშაობს დადგენილი რეჟიმით ან გაჭუჭყიანებულია გარე მაშუქი ხელსაწყოები და შუქამრეკლები. 3.4. მაშუქ ხელსაწყოებზე არ არის შუქმფანტველები ან გამოყენებულია შუქმფანტველები და ნათურები, რომლებიც არ შეესაბამება მოცემული მაშუქი ხელსაწყოების ტიპს. 3.5. მოელვარე შუქურების დაყენების წესი არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. 3.6. სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს დაყენებულია მაშუქი ხელსაწყოები წითელი სინათლით ან წითელი ფერის შუქამრეკლები, ხოლო უკანა მხარეს – თეთრი ფერისა, უკუსვლის ფანრებისა და სარეგისტრაციო ნიშნების განათების, შუქამრეკლი სარეგისტრაციო, განმასხვავებელი და საცნობარო ნიშნების გარდა. 4. საქარე მინის მწმენდები და ჩამრეცხები. 4.1. მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში. არ მუშაობენ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული მინის ჩამრეცხები. 5. ბორბლები და სალტეები. 5.1. მსუბუქი ავტომობილების სალტეების პროტექტორები ნახატის დარჩენილი სიმაღლე 1,6მმ-ზე, სატვირთო ავტომობილებისა – 1მმ-ზე, ავტობუსების – 2მმ-ზე, მოტოციკლების და მოპედების – 0,8მმ-ზე ნაკლებია. შენიშვნა: მისაბმელებისათვის სალტეების პროტექტორების ნახატის ნარჩენი სიმაღლის ნორმების დადგენა ხდება ავტოსაწევრების სალტეების ნორმათა ანალოგიურად. 5.2. სალტეებს აქვს ადგილობრივი დაზიანებები (განახვრეტები, განასერები, განასკდომები), რომლებიც აშიშვლებენ კორდს, აგრეთვე განშრევებული კარკასი, აშრევებული პროტექტორი და გვერდულები. 5.3. არ არის დაყენებული სამაგრი ჭანჭიკი (ქანჩი) ან გაბზარულია დისკო და ბორბლების ფერსოები. 5.4. სალტე ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს. 5.5 ავტობუსის, მსუბუქი ავტომობილის ან მისი მისაბმელის ერთ ღერძზე დაყენებულია დიაგონალური სალტეები რადიალურთან ერთობლიობაში ან სალტეები სხვადასხვა ტიპის ნახატიანი პროტექტორებით. 5.6. სატვირთო ავტომობილის ან მისი მისაბმელის ერთ ღერძზე დაყენებულია დიაგონალური სალტეები რადიალურთან ერთობლიობაში ან სალტეები სხვადასხვა ტიპის ნახატიანი პროტექტორებით. 6. ძრავა. 6.1. მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა გადამუშავებულ აირებში ან მათი ბოლვადობა აჭარბებს 17.2.2, 03-8 და 21393-75 სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილს. დარღვეულია კვების სისტემის ჰერმერტულობა. გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა. 7. კონსტრუქციის სხვა ელემენტები 7.1 არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე, მინები. 7.2 არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი. 7.3 დაყენებულია დამატებითი საგნები ან დაფარულია საღებავით ან სხვა რაიმე ნივთიერებით, რითაც იზღუდება ხილვადობა მძღოლის ადგილიდან, უარესდება მინების გამჭვირვალობა და წარმოიქმნება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ტრამვირების საშიშროება. შენიშვნა: ავტომობილებისა და ავტობუსების საქარე მინის ზედა ნაწილზე შეიძლება მიემაგროს გამჭვირვალე ფერადი აფსკი. ნებადართულია სამრეწველო წარმოების ტონირებული შუშების გამოყენება (სარკისებრის გარდა), რომელთა შუქგამტარობა შეესაბამება 5727-99 სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს. ნებადართულია ფარდების გამოყენება ავტობუსების ფანჯრებზე, აგრეთვე ჟალუზებისა და ფარდებისა მსუბუქი ავტომობილის უკანა შუშებზე, როცა ავტომობილებს ორივე მხარეზე უკანა ხედვის გარე სარკეები აქვთ.  7.4 არ მუშაობენ ძარას ან კაბინის კარების კონსტრუქციით გათვალისწინებული საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამკეტები, ცისტერნებისა და საწავავის ავზების ყელის ჩამკეტები, მძღოლის სავარძლის მდგომარეობის მარეგულირებელი მექანიზმი, საავარიო გასასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, კარების მართვის ამძრავი, სპიდომეტრი, ტაქოგრაფი, გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, მინების გამთბობი და შემბერი მოწყობილობა.  7.5 არ აქვს კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა დასაცავი მოწყობილობა, ტალახდამცველი საფარველი და საშხეფარი.  7.6 გაუმართავია ავტოსაწევრისა და მისაბმელი რგოლის გამწევ-გადასაბმელი და საყრდენ-გადასაბმელი მოწობილობანი, აგრეთვე არ აქვთ ან გაუმართავია მათი კონსტრუქციით გათვალისწინებული დამზღვევი ბაგირები (ჯაჭვები). ფოლხვებია მოტოციკლის ჩარჩოს გვერდითი მისაბმელის ჩარჩოსთან შეერთებაში.  7.7 არ არის: ავტობუსებზე, მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე, ბორბლიან ტრაქტორებზე სამედიცინო მცირე აფთიაქი, ცეცხსაქრობი, საავარიო გაჩერების ნიშანი (მოციმციმე წითელი ფარანი). 3 და 5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილებზე და 5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტობუსებზე დაგორების საწინააღმდეგო საბჯენები (არანაკლები ორისა). მოტოციკლზე გვერდითი მისაბმელით – სამედიცინო მცირე აფთიაქი, საავარიო გაჩერების ნიშანი (მოციმციმე წითელი ფარანი).  7.8 სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ ეკუთვნიან ოპერატიულ და სპეციალურ სამსახურებს გამოიყენება მოელვარე შუქურები, ხმოვანი სიგნალები ტონების მონაცვლეობით და ფერადგრაფიკული სქემები, გათვალისწინებული 50574-93 სახელმწიფო სტანდარტით.  7.9 არ არის უსაფრთხოების ღვედები, თუ მათი დაყენება გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით.  7.10 უსაფრთოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია და აქვს შესამჩნევი ნახევები.  7.11 სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნიშანი არ პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს.  7.12 მოტოციკლზე არ არის კონსტრუქციით გათვალისწინებული უსაფრთხოების რკალები.  7.13 მოტოციკლებსა და მოპედებზე არ არის კონსტრუქციით გათვალისწინებული საფეხურები ან განივი სახელურები უნაგირზე მგზავრისათვის.  7.14 არ არის კონსტრუქციით გათვალისწინებული ან სატრანსპორტო საშულების საწარმო-დამამზადებელთან ან ამისათვის უფლებამოსილ სხვა ორგანიზაციასთან შეუთანხმებლად დაყენებულია სამუხრუჭო სისტემის, საჭის სამართავი მექანიზმის და სხვა კვანძებისა და აგრეგატების დამატებითი ელემენტები, რომელთა მიმართ მოთხოვნებიც რეგლამენტირებულია წინამდებარე ნუსხით.