ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 70,1 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 350,6 ათას ლარს, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 280,5  ათასი ლარი.თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამე