„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2021
ძალის დაკარგვა 31.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №681
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№681
2021 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტი;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი.
2.
ეს ბრძანება არ ვრცელდება:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, მზისგული;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: არბოშიკი, არხილოსკალო.
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების (საერთო ფართობი - 420 212 ჰა) საკადასტრო და გრაფიკული მონაცემები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
4.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 აპრილს და დასრულდეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ივლისს და დასრულდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე