საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.022599
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №47
2021 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ4“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“.
მუხლი 2🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარები
ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, გეგმავენ ყოფნას/იმყოფებიან/სწავლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით.
მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსება
1. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 02 07).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე მემორანდუმებითა და პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებულ მიმართვაში დაფიქსირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას.
მუხლი 4🔗. პროგრამის ადმინისტრირება
პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მუხლი 5🔗. პროგრამის მოქმედების ვადა
პროგრამა ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.