⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2021
ძალის დაკარგვა 16.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №5-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2021 მიღება
16.04.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო)
მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია)
მუხლი 2
სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტის (ობიექტის/ობიექტების) საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდგომში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანება №05-ძ/ს 2021 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.4. ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს, თანდართული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი’’. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №8 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრილევან თევზაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით სამინისტროში შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია); გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი – სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი (შემდგომში ობიექტი);  დ) სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტის (ობიექტის/ობიექტების) საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდგომში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობები 1. სარემონტო აღდგენით სახის სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას (შესაძლებელია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მომართვიანობაც) განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.  2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ. 3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ, კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.  4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, წარდგენილ ობიექტში/ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 5. კომისიის მიერ ობიექტის/ობიექტების სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სამუშაოების, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. 6. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ კი კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, რის შემდეგაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტი. მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი. კომისია შედგება არანაკლებ შვიდი წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, კომისიის მუშაობის პროცესში (კომისიის წევრის სტატუსით) ჩართვის (სპეციალისტის გამოყოფის) მიზნით, თხოვნით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, ასევე სხვა დაწესებულებებს. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 4. კომისიის სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ მაინც, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.