აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 01.02.2021
ძალის დაკარგვა 16.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №6-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის
ბრძანება №6-ძ/ს
2021 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ
ბ
რ
ძ
ა
ნ
ე
ბ:
1. დამტკიცდეს, თანდართული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №07-ძ/ს ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრილევან თევზაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი კომისიების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესსა და პირობებს.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო (შემდგომში-ტერიტორიული ორგანო) - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით ტერიტოტიულ ორგანოში შექმნილი კომისია.
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი - სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის-დევნილთათვის საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტი.
დ) მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო - დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების, დეფექტების აღმოფხვრის, გაუმჯობესების მიზნით, მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად ჩატარებული 2000 (ორი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაო.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობები
1. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოს ჩატარების თხოვნით, კომისიას განცხადებით მიმართავს დევნილთა ჩასახლების ობიექტის წარმომადგენელი ან ჩასახლებაში მაცხოვრებელი დევნილები. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის წევრი/წევრები გადის ობიექტზე, აწარმოებს ობიექტის დათვალიერებას, რის საფუძველზეც ადგენს დეფექტურ აქტს ობიექტის მდგომარეობისა და სავარაუდო ღირებულების შესახებ.
3. ობიექტის დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის აღწერის შემდგომ, კომისიის მიერ ხდება შეგროვებული მასალის შესწავლა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოკვლეულ მასალებთან ერთად ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს (შემდგომში - მინისტრი), რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგენილ ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სარემონტო სამუშაოს ჩატარების ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.
5. მინისტრის მიერ ობიექტის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოს ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სამუშაოს შემსრულებლის მოძიება და მასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ კომისია გადის აღნიშნულ ობიექტზე, ახორციელებს შესრულებული სამუშაოს შემოწმებას, ადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ წარედგინება მინისტრს, რის შემდგომაც მხარეებს შორის ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი
1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, საცხოვრებელი ობიექტის მდგომარეობის შესწავლის (დეფექტური აქტის შედგენის) პროცესში ჩართვის (სპეციალისტის გამოყოფის) თხოვნით, წერილობით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს.
3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4. კომისიის სხდომები იმართება ყოველი სამუშაო კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათ დღეს, საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა
კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.