აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 01.02.2021
ძალის დაკარგვა 16.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №7-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 040170290.33.062.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება 27.11.2019
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის
ბრძანება №07-ძ/ს
2021 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.5. ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს, თანდართული ,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №06-ძ/ს ბრძანება „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრილევან თევზაია
აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი ოჯახებისათვის გადაცემულ მრავალბინიან შენობებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის განხორციელების წესსა და პირობებს.
2. ზემოაღნიშნული მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) იქმნება აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ობიექტი – სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი ოჯახებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, საკუთრებაში გადაცემული (შეძენილი) საცხოვრებელი ფართებისაგან შემდგარი მრავალბინიანი შენობა (შემდგომში – შენობა);
ბ) აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) – ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია დევნილი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ შენობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ფინანსური ხელშეწყობა სანოტარო მომსახურების მიმართულებით;
გ) პროგრამის ბენეფიციარები – სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გადაცემული (შეძენილი) მრავალბინიან შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახები;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.
მუხლი 3🔗. პროგრამის ადმინისტრირების წესი და პირობები
1. პროგრამით სარგებლობის მიზნით, კომისიას განცხადებით მიმართავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, კომისიისადმი მიმართვა ასევე შესაძლებელია დევნილთა კოლექტიური განცხადებით ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი მომართვით.
2. განცხადება (წერილობითი მომართვა) უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (კოლექტიური მომართვის შემთხვევაში ერთ-ერთი განმცხადებლის) სახელს, გვარსა და საკონტაქტო მონაცემებს;
ბ) შენობის დაზუსტებულ მისამართსა და სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (ყოფილი სახელწოდება ან/და ფუნქციური დატვირთვა);
გ) პროგრამით სარგებლობის (სანოტარო მომსახურება) მოთხოვნას;
დ) საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, დევნილის მოწმობის ასლი.
4. განცხადებით მომართვის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, განცხადება თანდართული მასალებით გადაეცემა სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტს, რომელიც მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ამოწმებს არსებობს თუ არა შენობა განცხადებაში მითითებულ მისამართზე და დასტურდება თუ არა მასში არსებული ფართების დევნილთა საკუთრებად დარეგისტრირება, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომისიის წევრთა ადგილზე გასვლა და ინფორმაციის დაზუსტება/დოკუმენტაციის მოძიება.
5. თუ დადასტურდა, რომ განცხადებაში მითითებულ მისამართზე მცხოვრებ, დევნილ მესაკუთრეთა რაოდენობა შენობაში მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტია, კომისიის მიერ გრძელდება წარმოება წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების (პროგრამული დაფინანსება) შესახებ, რის შემდგომაც, განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი), რის შემდგომაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას (ამზადებს დასკვნას) განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. კომისიის დასკვნა, თანდართული მასალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი), რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
7. მინისტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტში ასახული თანხის ნოტარიუსისათვის გადარიცხვას ან ადმინისტრაციული დაპირების შინაარსის მატარებელი დოკუმენტის პროექტის მომზადებას.
მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი
1. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან, კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) უფლებამოსილია, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართოს სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) შესაბამისი მოხელე (შესაბამის რეგიონში/მუნიციპალიტეტში/რაიონში მიმაგრებული მოხელე).
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც.
6. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
7. კომისია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ინფორმაციას გაცემული დახმარების შესახებ.
8. კომისიის თავმჯდომარე :
ა ) წარმართავს კომისიის მუშაობას;
ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;
გ ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს ;
დ ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ე ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. კომისიის წესში ცვლილებების შეტანა
კომისიის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.