📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

“ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”

მიღების თარიღი 05.02.2021
ძალის დაკარგვა 28.02.2022
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 412 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2021 მიღება
28.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია IMG
ქ. ახალქალაქი 0,30
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

“ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2021 წლის 5 თებერვალი ქ. ახალქალაქი „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“  ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 2013 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №784 „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების აგრეთვე   ”ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2020 წლის 27 თებერვლის №3 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.141.016308)    მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი 1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი .ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით                            CN = IMG  X  ITL X  C X K სადაც: ა)  CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: - ქ. ახალქალაქი – 1,0-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 25-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით ტერიტორია IMG  ITL C       K       CN(ლარი) ქ. ახალქალაქი 0,30 1,0 0,24 25                  1,80                3 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი  დადგენილია ქ. ახალქალაქის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და შესაბამისად შეადგენს 0, 90 ლარს: 4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  25 %-ით და შესაბამისად შეადგენს 0,45 ლარს: 5.დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში ( თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ით და შესაბამისად შეადგენს 1,26 ლარს.