აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2021
ძალის დაკარგვა 27.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280000000.32.061.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის №1 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 21.04.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №1
2021 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:
1.დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრომ (ლ. თევზაია) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (მ. ჯაჭვლიანი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კვარტალში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ.
3.კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო.გარმელია).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილება.
5.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისმე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ (შემდგომში – ხელმძღვანელი), მთავრობის აპარატთან შეთანხმებით, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში (შემდგომში – წარმომადგენლობა) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისია“ (შემდგომში – კომისია).
3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება
1. ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე განსაზღვრულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
2. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
3.ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისმე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს).
მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ბენეფიციარი), (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ა.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი);
ა.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – ერთჯერადი დახმარება150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ბ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა (ასლი);
ბ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
გ) მარჩენალდაკარგულებზე – (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) ერთჯერადი დახმარება150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
გ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი),
გ.დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ.ე) საჭიროების (არსებობის) შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი);
გ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
დ) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
დ.ა) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ.ბ) ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);
დ.გ) მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი);
დ.დ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი);
დ.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ე) ოთხ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ე.ა) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობები (ასლი);
ე.ბ) მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა (ასლი);
ე.გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);
ე.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ვ) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ვ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ვ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ვ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე– ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ზ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი);
ზ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);
ზ.გ) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი);
ზ.დ) მშობლის, (მშობლების) (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი დადევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი);
ზ.ე) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
თ) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფო ჯახებზე – კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ან/და კომისიის მიერმოთხოვნილი დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა (აღმოსავლეთ საქართველოს ერიტორიული ორგანო, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, სამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) და წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართებზე.
2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი.
3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული.
4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ.
5. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბენეფიციარზე (ბიუჯეტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე ბენეფიციარი) ან მძიმე სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ამ წესის მიზნებისათვის ერთ ოჯახად ითვლება ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დაფიქსირებული წვრები) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრთა დევნილად რეგისტრაციის მისამართსა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მისამართს შორის არის სხვაობა. აღნიშნულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
მუხლი5. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს მინისტრი, წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
6. კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს კომისიის მუშაობას;
ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;
გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ე)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის მასალებთან ერთად წარედგინება მინისტრს (წარმომადგენლობის შემთხვევაში - წარმომადგენლობის ხელმძღვანელს), რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა
წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.