აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტისლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტისლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 104-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისშესაბამისად:

1.ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი).

2.დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო.

3.დეპარტამენტის ლიკვიდაცია განახორციელოს დეპარტამენტის უფროსმა (ჯემალ შერვაშიძე).

4.დეპარტამენტის უფროსმა (ჯემალ შერვაშიძე), –დეპარტამენტისლიკვიდაციის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის  ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.

5.აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე), დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

6.ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 28 ნოემბრის №13  დადგენილება  – ,,აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის  რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“.

7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ  (ი. დოლიძე).

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე