ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის თიანეთის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016593
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2021
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჩოგბურთელის თეიმურაზ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 20.02.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოლკოვნიკის ზაალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 21.02.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კესანების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 22.11.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, სოხუმის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სოხუმის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 10.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის თიანეთის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №42 2021 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის თიანეთის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. სამგორის რაიონში, გაგრძელდეს თიანეთის ქუჩა და ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს თიანეთის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი № 64). საკრებულოს თავმჯდომარე        გიორგი ტყემალაძე .