ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016596
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის აპოლონ ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №44
2021 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.