ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016597
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში აბესალომ ვეკუას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №45
2021 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, გაგრძელდეს რომან გვენცაძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე