1. მერიის თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.
2. მერიაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქებისათვის ანგარიშის წარდგენა;
3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე განისაზღვრება მერის ბრძანებით.
4. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით ფუნქციონირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ინტერნეტ პორტალი (www.marneuli.gov.ge) (შემდგომში – ვებგვერდი).
მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავე