“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-78
სარეგისტრაციო კოდი
150.012.004.239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 11/05/2000

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი         150.012.004.239

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-78

2000 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების IV თავის 63-ე და 64-ე მუხლებში შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"63. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არიან საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილეები".

"64. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის უფროსი".

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კ. ბრეგვაძემ:

უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სახელმწიფო კანცელარიაში არსებული წესით და მისი გამოქვეყნება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ვ. გვარჯალაძეს.

ბ. გულუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.05.2000.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 11.05.2000. მიმღები ორგანო — სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №2-78. სარეგისტრაციო კოდი — 150.012.004.239.
სად არის “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №2-78, 11.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.239 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50992/