მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2021
matsne.gov.ge 530 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მზღვეველი: სს „-------------------------“
გვარი, სახელი მოქალაქეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 78% 22.09.2020 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 78% 30.05.2022 ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 77% 21.10.2020 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 76% 09.08.2018 ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 75% 07.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №49 2021 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი „მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმისა და წესის“ დამტკიცების თაობაზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ,,მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი“ თანდართული სახით. 2. მზღვეველი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოს 2021 წლის 1 აპრილიდან. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის  უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი (შემდგომ – წესი) მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი ადგენს მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმას და წესს. 2. მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანია მზღვეველის საქმიანობის გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საბაზრო დისციპლინის გაძლიერება და სადაზღვევო სექტორისადმი ნდობის ამაღლება. 3. მზღვეველი ვალდებულია ფლობდეს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ. 4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ყველა მზღვეველისთვის. 5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. მზღვეველის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნება 1. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მუდმივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის, მისი გასაჯაროების გზით. ამ მიზნით იგი ვალდებულია გამოაქვეყნოს სრული, ზუსტი და უტყუარი  ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე, ამ წესზე თანდართული დანართების შესაბამისად: ა) დანართი №1 – „ინფორმაცია მზღვეველის აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელი უშუალო მესაკუთრის შესახებ“;    ბ) დანართი №2 – „ინფორმაცია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ“. 2. მზღვეველი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის  ცვლილების შემთხვევაში, განახლებული ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს არაუგვიანეს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღისა. 3. მზღვეველი ვალდებულია მის მიერ გამოქვეყნებულ და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – „სამსახური)  დაცულ  ინფორმაციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს დაზუსტებული და უტყუარი ინფორმაცია სამსახურის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება 1. სამსახური უფლებამოსილია დაამუშაოს მზღვეველის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის, დამუშავების შედეგები გამოაქვეყნოს სამსახურის ვებგვერდზე. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. დანართი №1 ინფორმაცია მზღვეველის აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელი უშუალო მესაკუთრის შესახებ მზღვეველი: სს „-------------------------“ მზღვეველის ს/კ: გვარი, სახელი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)/სრული სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (იურიდიული პირის შემთხვევაში) მოქალაქეობა/ რეგისტრაციის ადგილი წილის % შევსების თარიღი: --/--/---- წელი დანართი №2 ინფორმაცია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მზღვეველი: სს „-------------------------“ მზღვეველის ს/კ: გვარი, სახელი მოქალაქეობა წილის % შევსების თარიღი: --/--/---- წელი