შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - თეონა თოდუა N996)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 996
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: თეონა თოდუა, პირადი № 01019050067
მოვალე (მსესხებელი): 1. შპს მერსი, 2. გურამ საფარაშვილი, პირადი № 1. 406123984 2. 13001002202
იპოთეკის ხელშეკრულება: 1231232298566, თარიღი 10/05/2018
ვალდებულების წარმოშობა: შპს მერსი ‒ 20/05/2016, №0125.3870823.001 საკრედიტო პროდუქტებით
მომსახურების ხელშეკრულება;08/10/2018, № 3870823-10126368 საკრედიტო ხელშეკრულება; 29/12/2017, № 3870823-9472075 საკრედიტო ხელშეკრულება; გურამი საფარაშვილი ‒ 0058.1752882.001, 10.05.2018 წელი, საკრედიტო
პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება; 10.05.2018, 1752882-9866904 საკრედიტო ხელშეკრულება
იპოთეკის რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ქუჩა იუნკერთა, №1, სადარბაზო 2, სართული7, ბინა №56;, საკადასტრო კოდი: 01.17.12.025.003.01.01.056
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: შპს მერსი ‒ №3870823-10126368 ხელშეკრულება; ჯამში: 165 349,46 აშშ დოლარი,
მათ შორის: ძირი ‒ 131 502,93, პროცენტი ‒ 27 337,43, ჯარიმა ‒ 6509,10;
N3870823-9472075 ხელშეკრულება; ჯამში: 13 266,61 ლარი,
მათ შორის: ძირი ‒ 9 935,65, პროცენტი ‒ 2907.2, ჯარიმა ‒ 423.76
აუქციონის ჩატარების დრო: 23/02/2021 წლის 16:00 საათიდან 26/02/2021 წლის 13:00 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი – www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 196296.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: ბინა მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა იუნკერთა, №1, სადარბაზო 2, სართული7, ბინა №56; ფართი ‒ 98.46 კვ.მ
გარდამავალი უფლებები: დიახ, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია პირველი რიგის იპოთეკა; დამოწმების თარიღი ‒ 20/05/2016. პირველი რიგის იპოთეკიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა შეადგენს 77 830.99 აშშ დოლარს;
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით.
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე.
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით.
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება ‒ 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლი ‒ 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში ‒ 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ;
ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.
აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე