ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/37
სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.024.016689
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი
დოკუმენტის ტექსტი
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/37
2021 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გათავისუფლდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივ და ფუნქციურ განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.
მუხლი 2🔗
1. ამ ბრძანების მიზნებისთვის, 100 000-ზე ნაკლები მომხმარებლისთვის მომსახურების გამწევ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოდ მიიჩნევა ენერგეტიკული საწარმო, რომელიც აკონტროლებს:
ა) ერთ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომლის ქსელთან მიერთებული მომხმარებლების რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია;
ბ) ერთზე მეტ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომელთა ქსელებთან მიერთებული მომხმარებლების ჯამური რაოდენობა ნაკლებია 100 000-ზე.
2. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა