,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016397
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2021 წლის 11 თებერვალი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
   შეტანილ იქნეს ცვლილება  „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021  წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge 28/01/2021, 010250050.35.164.016395),  კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სახელწოდების შემდეგ პირველი მუხლის სათაურს ზემოთ ჩანაწერი: „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიმოხილვა“ ამოღებული იქნას.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა

დახმარება გაიცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილზე, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარების მისაღებად მშობელს განცხადების წარდგენა შეუძლია ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში. პირველ ბავშვზე გაიცემა – 200 ლარი, მეორე ბავშვზე – 250 ლარი, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 450 ლარი

ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მშობლის განცხადება;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ამოღებული იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი