საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022614
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ა) | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე |
| ბ) | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| გ) | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე |
| დ) | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ე) | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ვ) | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე |
| ზ) | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე |
| თ) | სსიპ-ის – აწარმოე საქართველოში დირექტორი |
| ი) | სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი |
| კ) | ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი |
| ლ) | სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
| მ) | შპს – საქართველოს მელიორაციის დირექტორი |
| ნ) | სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე |
| ო) | სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი |
| პ) | სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.12.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №62
2021 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
გ)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
დ)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
ე)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
ვ)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
ზ)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
თ)
სსიპ-ის – აწარმოე საქართველოში დირექტორი
საბჭოს წევრი;
ი)
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
საბჭოს წევრი;
კ)
ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი
საბჭოს წევრი;
ლ)
სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საბჭოს წევრი;
მ)
შპს – საქართველოს მელიორაციის დირექტორი
საბჭოს წევრი;
ნ)
სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე
საბჭოს წევრი;
ო)
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი
საბჭოს წევრი;
პ)
სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი
საბჭოს წევრი;
ჟ)
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი
საბჭოს წევრი;
რ)
სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი
საბჭოს წევრი;
ს)
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
საბჭოს წევრი;
ტ)
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი
საბჭოს წევრი;
უ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
საბჭოს წევრი;
ფ)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
საბჭოს წევრი,
საბჭოს მდივანი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“.
მუხლი 3🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“ განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები
საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021 – 2027 წლების სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის განახლების მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება;
ბ) სტრატეგიის სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა, ასევე საჭიროებისამებრ განახლება;
გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი, სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
ე) სტრატეგიის შეფასების კოორდინაცია, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უზრუნველყოფა;
ვ) სტრატეგიის განხორციელების პროცესში სამოქალაქო სექტორის ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება და უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილება და ანგარიშვალდებულება
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით;
დ) საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით, შექმნას დროებითი თემატური სამუშაო ჯგუფები და გაუწიოს კოორდინაცია.
2. საბჭო ვალდებულია, სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ.
მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობა
ა) საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი;
ბ) საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით;
გ) საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს;
დ) საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები;
ე) საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
ვ) გამონაკლის შემთხვევაში, საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში;
ზ) საბჭოს სხდომა იმართება, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ;
თ) საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე;
ი) საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა;
კ) საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი;
ლ) საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 5🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
ა) საბჭოს წინაშე პროექტის ინიციირების უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილე ყველა პირს;
ბ) საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა;
გ) საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება და ფორმდება სხდომის ოქმით;
დ) ელექტრონულ ფორმატში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საბჭოს წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 6🔗. საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფები
1. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.
2. საბჭო ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების სახელმძღვანელო წესებს.
3. სამუშაო ჯგუფების მუშობის ორგანიზება ხდება სამდივნოს მიერ.
მუხლი 7🔗. საბჭოს სამდივნო
1. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) საბჭოს ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას; ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს დღის წესრიგებს, სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს; ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
ბ) საბჭოს მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას, ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.
2. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი.
3. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − საბჭოს მდივანი.