„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75-6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016823
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №75-6

2021 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2020, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.101.016811) და  დადგენილებისპირველი მუხლის„ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №5):

ა) მე-2 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების ფარგლებში შემდეგი მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფას:

ა) HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ძუძუს კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი; სიმსივნური კვანძის >2სმ-ზე ან/და ჰორმონუარყოფითი (ER/PR-negative) ან/და დადებითი ნოდალური სტატუსის (N+) შემთხვევაში პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო;

ბ) HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი ან პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო;

გ) HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ლაპატინიბი.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე, ინტრავენური ფორმის შემთხვევაში, უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ( პირველი ინფუზიის 8მგ/კგ  სქემით დაწყების, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 6 მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), 27 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყების, მომდევნო 11 ინფუზიის 2მგ/კგ სქემით, ხოლო დანარჩენი 15 ინფუზიის 6მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), ან 52 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყებისა, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 2მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში და კანქვეშ შესაყვანი ფორმის შემთხვევაში ფიქსირებული დოზა 600 მგ ყოველ 3 კვირაში პაციენტის წონის მიუხედავად ინფუზიის მოცულობით, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (პერტუზუმაბის საწყისი დოზა 840 მგ, ყოველი მომდევნო 420მგ, ხოლო ტრასტუზუმაბი ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით)მოცულობით. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (საწყისი დოზა 1200მგ+600მგ, ყოველი მომდევნო 600მგ+600მგ) მოცულობით.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ლაპატინიბი“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ 250 მგ 5 ან 6 აბი ერთხელ დღეში.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 420 მგ/14მლ (30მგ/მლ) 14 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი№1)  კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“, „ფესგოს“(დოზა – (600მგ+600მგ+20,000ერთეული)/10მლ 10 კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 ან (1200მგ+600მგ+30,000ერთეული)/15მლ 15 კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1)შესაბამისი რაოდენობის ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 4995 ლარის ტარიფით მიწოდება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.02.2021.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.02.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №75-6. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.016823.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №75-6, 16.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016823 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5102484/