„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

 2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/11/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა (პირველი აბზაცი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე  მუხლის შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაციის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის,  მათი შერიგებისა და საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის უზრუნველყოფის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში,  აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით.“.

3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;

2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“.

4. დებულების მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.

5.  დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირება, შევსება და საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვა, აღწერა, დაცვა, შენახვა;

2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;“.

6. დებულების მე-5 მუხლის მე-2  პუნქტის:

ა) „გ“, „დ“  და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მინისტრის აპარატის შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;“.

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და  მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;“.

7. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.“.

8. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან:

ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“.

9. დებულების მე-9 მუხლის პირველი  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:

გ.ა) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველო.“.

10. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროშია საქვეუწყებო დაწესებულება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის  სამმართველო.“.

11. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მინისტრის ბრძანებების (გარდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანებების)  პროექტების მომზადებას, ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;“.

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოებას;“.

გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ) მოხელის კარიერული განვითარების და გადაადგილებისას მის მიერ შესრულებული დოკუმენტური მასალის, კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატის შერჩევასა და წარდგენას;“.

დ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ლ) მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და დახვეწას;“.

12. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;“.

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;“.

13. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ა.ბ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;

ა.გ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლას და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ა.დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენას, აღმოფხვრის უზრუნველყოფასა და სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ა.ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესწავლას და ანალიზს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელების მიზნით;

ა.ვ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სხვადასხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მონაცემთა ერთიანი ელექტრონული და მატერიალური ბაზის წარმოებასა და სრულყოფას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობას;

ა.თ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მინისტრის აპარატისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;

ა.კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევასა და სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას;

ა.ლ) მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრის აპარატში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

ა.მ) მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვას;

ა.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

14. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას;“.

15. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ.თ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.თ1) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემას, შესაბამისი სტრატისტიკური ანგარიშების მომზადების მიზნით;“.

16. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღამსრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების მომზადება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;

დ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) მინისტრის აპარატის საინფორმაციო მომსახურების გაწევას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა) მინისტრის აპარატის საინფორმაციო მომსახურების გაწევას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში მათ ანალიზსა და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციების მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით;

გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

დ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით,  მათი საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ე) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;

ვ) დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით აფხაზეთის მოსახლეობასთან (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან) კომუნიკაციას;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 17 თებერვლიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე