„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022616
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13   და  მე-14 პუნქტები:

„13. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 71 პუნქტით დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით პერიოდში არ ვრცელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებულ იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებასა და შესაბამისი სასტუმროების საქმიანობაზე, რომლებმაც ზემოაღნიშნულ ვადებში შესაბამისი მომსახურება უნდა გასწიონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშებასთან დაკავშირებით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში არსებული იმ სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება და შესაბამისი სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გასამართ, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების გათამაშების ჩატარების მიზნით და მისი მონაწილისთვის/მონაწილე გუნდებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.02.2021.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.02.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022616.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №64, 17.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5103612/