„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.022622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2021 წლის 17 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის“ (დანართი №2) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას ცალკეული წყალმოსარგებლე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ საქმიანობას და რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ვალდებულია, შეიმუშაოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების  პროექტი, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ინფორმაციას შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების“ თაობაზე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია