აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-271
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016660
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-271
2021 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დებულება
აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომ – საბჭო) პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის, საქმიანობის, მის მიერ წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავებისა და წარდგენის წესსა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საბჭო შექმნილია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად, კანონით განსაზღვრული „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე, კანონის შესაბამისად განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად.
3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით, ამ დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის ორგანოების, შესაბამის სფეროში საგანმანათლებლო/სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების, ბიოლოგიისა და ვეტერინარიის სფეროში.
5. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები
საბჭო:
ა) უზრუნველყოფს „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო) წარდგენას;
ბ) განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც წინ უძღვის „უცხო სახეობის“ აკვაკულტურაში გამოყენებას;
გ) ახორციელებს „უცხო სახეობის“ შემოყვანის რისკების ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციებს უწევს და წარუდგენს რეკომენდაციებს სამინისტროსა და სააგენტოს;
ე) უზრუნველყოფს აკვაკულტურის განვითარების მიზნით მინისტრის მიერ საბჭოსთვის დაკისრებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
2. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით. საბჭოს სხდომა შეიძლება, გაიმართოს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
3. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
4. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, საბჭო იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.