სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2021 -2024 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2021 წლის 18 თებერვალი ქ. სიღნაღი |
|
სტრატეგია
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და კაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.
სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და კაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების ,კულტურის და სოციალური მიმართულებით.
2018-2019 წლების მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის თვითშეფასების და ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:
ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2020 წლების მუნიციპალური გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2021-22 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებას.
ბ) ახალი 2021-22 წლების მუნიციპალური გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ) გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;
დ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასებას;
ბ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
გ) „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ – სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;
დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფას.
ა) მუნიციპალიტეტის „გენდერული აუდიტის“ განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორიელების პერიოდულობის განისაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;
გ) მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას.
ა) ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფილ მიზნით მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ მეთოდოლოგიის დამტკიცებას, მისი შედეგების განახლებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ასახვის მიზნით;
გ) მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას;
დ) იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებას და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ა) მუნიციპალიტეტის მიერ გენდერულ ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;
ბ) გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.
ა) მუნიციპალური შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე ბიუჯეტის ხარჯები თუ შემოსავლები;
ბ) პრიორიტეტების განსაზღვრას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების რესტრუქტურიზაციას გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით;
გ) გენდერული ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;
დ) ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.
ა) მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;
ბ) არსებულ თუ შემდგომში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
გ) კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;
ბ) კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
ა) მუნიციპალიტეტის შეჭირვებული და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;
ბ) სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას გენდერულ ჭრილში;
გ) კვლევის შედეგების საფუძველზე სოციალური პაკეტით განსაზღვრული პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
ა) მუნიციპალიტის საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, შეუსაბამოს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
ბ)დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
გ) უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე;
ე) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთ მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 6 პ.1).
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;
ბ) ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით.