⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2000
ძალის დაკარგვა 22.12.2010
გამომცემი ორგანო სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
ნომერი №10/35
სარეგისტრაციო კოდი 270.013.004.265
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 01/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,135 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2000 მიღება
22.12.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"MS Shell Dlg 2"; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.013.004.265 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის ბრძანება №10/35 2000 წლის 31 მაისი ქ. თბილისი  საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურეობრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ტყის დაცვის მდგომარეობის გაუჯობესების, ტყის კანონმდებლობის დარღვევათა აღმოფხვრისა და პროფილაქტიკის მიზნით საქართველოს ტყის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ტყის დაცვის მუშაკს ეძლევა უფლება შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო იარაღი. დებულება „საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურეობრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარების და გამოყენების წესის შესახებ“ ადგენს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარების და გამოყენების წესს ტყის დაცვის მუშაკების მიერ ტყეების მდგომარეობაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენასა და გაშენებაზე, აგრეთვე ტყითსარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების პროცესში. დებულება შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონის “ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ” საფუძველზე. დებულების პროექტი შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურეობრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარების და გამოყენების წესის შესახებ”. 2. დაევალოს ტყის დაცვის სამმართველოს (ბატონი რ. მამალაძე) მ.წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს აღნიშნული დებულების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად. თავმჯდომარე გ. ჯაფარიძე შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკაგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 დეკემბრის №72 - სსმ III, №167, 22.12.2010წ., მუხ.2388 დებულება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება ადგენს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში ტყის დაცვის მუშაკების მიერ ტყეების მდგომარეობაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენასა და გაშენებაზე, აგრეთვე ტყითსარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს კანონით ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ. იგი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის ტყის დაცვის მუშაკებისათვის. II. ტყის დაცვის მუშაკებზე სასამსახურო საშტატო იარაღის გაცემა 2. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენასა და გაშენებაზე, აგრეთვე ტყითსარგებლობაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისათვის საქართველოს ტყის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის ტყის დაცვის მუშაკებს ეძლევათ სამსახურეობრივი საშტატო იარაღის შენახვის ტარებისა და გამოყენების უფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვით. 3. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის მუშაკებს, კერძოდ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ტყის დაცვის სამმართველოს უფროსს, ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს უფროსს, ტყის აღდგენის სამმართველოს უფროსს, ამ სამმართველოთა ტყის დაცვის მუშაკებს, სატყეო ინსპექციის უფროსსა და ამავე ინსპექციის ინსპექტორებს, დაქვემდებარებულ სატყეო მეურენეობათა ხელმღვანელ მუშაკებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ეძლევათ როგორც გრძელლულიანი ­­­­„შაშხანა“, ასევე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ტარებისა და გამოყენების უფლება ხოლო სატყეოს უფროსის თანაშემწეებსა და ტყისმცველებს ტყის დაცვის ინსპექტორებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ეძლევათ გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, შაშხანების შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. 4. ტყის დაცვის მუშაკებისათვის სამსახურებრივი საშტატო იარაღის შეძენა ხდება საბიუჯეტო დაფინანსებიდან, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსის 107-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად მიღებული თანხებიდან, ამოღებული და ჩამორთმეული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან, სხვა შემოსავლებიდან. III. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენება 5. ტყის დაცვის მუშაკებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამსახურეობრივი საშტატო იარაღის მოვლა-შენახვაზე დაკარგვა დაზიანებისათვის აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემისათვის არსებული კანონმდებლობით; 6. შინაგან საქმეთა ორგანოებთან შეთანხმებით ნებადართულია საუწყებო კუთხვილი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის კარაბინების, შაშხანების, პისტოლეტების, რევოლვერების, თოფების და მათი საბრძოლო მასალების შენახვა ბუნების დაცვის ორგანოების მუშაკთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამასთან, კუთხვილი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს იატაკზე ან კედელზე მყარად დამაგრებულ ლითონის ყუთში (კარადაში), რომელთა კედლების სისქე უნდა იყოს არანაკლებ 3მმ-ისა საიმედო არანაკლებ ორისა შიდა საკეტით. 7. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების აღრიცხვის, დაცვის და სწორად გამოყენების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს ან მათი ბრძანებით სპეციალურად გამოყოფილ მუშაკს. 8. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების აღრიცხვისათვის მუდმივად უნდა იწარმოებოდეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის წიგნი, რომელიც ინომრება, ზონარგაყრილია და დამოწმებულია შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოს ბეჭდით; ბ) ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების გაცემისა და მიღების ჟურნალი, რომლებიც გაიცემა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურის შესრულების დროისათვის დანომრილია, ზონარგაყრილი და დამოწმებულია შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოს ბეჭდით; IV. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 9. ტყის დაცვის მუშაკების მიერ სამსახურეობრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოყენებული იქნეს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს უკიდურესი ღონისძიების სახით შემდეგ შემთხვევებში: ა) თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;  ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;  გ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი გასროლა. 10. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის ნამოყენება შეიძლება: ა. შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელად თავდასხმისას; ბ. დამნაშავის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; აკრძალულია იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, რასაც შესაძლოა სხვა პირთა დაზიანება მოჰყვეს, ცეცხლსაშიშ და ფეთქებად ადგილებში, ასევე ორსულების, მცირეწლოვნების, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჰგუფურ თავდასხმას, რაც საფრთხეს უქმნის ტყის დაცვის მუშაკის სიცოცხლეს; ტყის დაცვის მუშაკი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურატურას. 11. ტყის დაცვის მუშაკები სამსახურეობრივი საშტატო იარაღის რეგისტრაციას ახდენენ ადგილობრივ შინაგან საქმეთა განყოფილებებში წელიწადში ორჯერ. 12. ტყის დაცვის მუშაკის პენსიაზე გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მათ ერთმევათ სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის და ტარების უფლება, რაზედაც ეცნობება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.