,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს  №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2019 წ. ,სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების გავითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტურიზმის, მრეწველობის, მშენებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და მომსახურების სფეროებში ეფექტური ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;.

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ–ქ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ს) საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ტ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა;

უ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;

ფ) ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, წინადადებების შემუშავება და მასზე რეაგირება;

ქ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:

ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;

ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.

3. დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი:

ა) დარგობრივ და აგრარულ საკითხთა სამმართველო;

ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;

გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;

დ) სტატისტიკის სამმართველო.

4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

5. სახაზინო დეპარტამენტი.

6. საფინანსო დეპარტამენტი.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება

სამინისტროს გამგებლობაშია საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.“.

 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებია:

ა) სსიპ – პროგრამებისა და სერვისების სააგენტო;

ბ) სსიპ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნესინკუბატორი“;

გ) სსიპ – აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა;

დ) ააიპ – საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის.“.

5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ითანხმებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ათანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – ლ“ ქვეპუნქტები:

„ი)სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

კ)მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;

ლ)სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.“.

7. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი“.

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“.

გ) „ბ“ და „გ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი – უ“ ქვეპუნქტები:

„ი) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;

კ) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება და საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხილვა;

მ) აგრარულ, გარემოსდაცვითი და დარგობრივი ეკონომიკის მიმართულებებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

ნ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;

ო) აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინიციირება და მხარდაჭერა. შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

პ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;

ჟ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტურიზმის, მრეწველობის, მშენებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა – განვითარების მიზნით წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;

რ)სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ს) სათანადო კვლევების საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ტ)კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება;

უ) ელექტრონული კომუნიკაციების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება.“.

8. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-13 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია:“.

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები.

„ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) ადამიანური რესურსების მართვა.“.

10. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. მე-15 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სახაზინო დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი;

„კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;“.

12. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საფინანსო დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საფინანსო დეპარტამენტის ამოცანებია:“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. შიდა აუდიტის დეპარტამენტი“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.02.2021.
როდის იქნა მიღებული „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.02.2021. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016332.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №9, 17.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016332 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5105301/