სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-121/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02-121/ო

2021 წლის 27 იანვარი

ქ.თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „მედ 11-ზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. №3) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „მედ 11- ს“ დირექტორის, დ. დავითაშვილის განცხადებები: №125814,   03.12.2020წ;   №127645,   08.12.2020წ. ადგილზე შემოწმების აქტი: № ლ/ნ 9 – 3,  22.01.2021წ.     ზეპირი მოსმენის ოქმი: №1,  27.01.2021წ.

დირექტორი ზაალ კაპანაძე