საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2021
ძალის დაკარგვა 01.03.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 08.02.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №11
2021 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“ და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო.“.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოზე“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის N32 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“.
მუხლი 2🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ დებულება
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპები, ბლანკები საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა.
მუხლი 2🔗. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით დარგობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და ეფექტური მართვა;
ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
გ) დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
დ) დევნილთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით;
ე) აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივი გეოეკოლოგიური მონიტორინგი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
ვ) სხვადასხვა სახის გეოლოგიური სამუშაოს ჩატარება და სხვადასხვა მასშტაბის რუკების შედგენა;
ზ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
თ) ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის, შესაბამისი დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა;
ი) სამშენებლო-საპროექტო წინადადებების, ესკიზური პროექტებისა, დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების მომზადება;
კ) ეკონომიკის დარგების, მათ შორის, ტურიზმი, ტრანსპორტის, მშენებლობის, მრეწველობის, ელექტროკომუნიკაცია და გზავნილების სისტემის განვითარების მიზნით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ლ) სხვადასხვა სახის დარგობრივი სერვისების შემუშავება, დანერგვა და მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი
სააგენტოს უფლებამოვალეობებია:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს მიზნობრივი პროგრამები და პროექტები დევნილთა ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს დევნილებს და ამ კუთხით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები;
გ) ითანამშრომლოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მიიღოს ზომები დევნილთა გადამზადების, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;
ე) ჩაატაროს სხვადასხვა სახის გეოლოგიური სამუშაოები და შეადგინოს გეოლოგიური რუკები;
ვ) შეიმუშაოს და სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო და მიზნობრივ პროგრამები;
ზ) შეისწავლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობა და მოამზადოს შესაბამისი დეფექტური აქტები და სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები;
თ) დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა უზრუნველყოს დარგობრივი მიმართულების სერვისებით;
ი) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
კ) პერიოდულად წარუდგინოს სამინისტროს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ლ) უზრუნველყოს კომუნიკაცია დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
მ) განხორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მინისტრის წარდგინებით.
3. სააგენტოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოში დასაქმებულ მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს სააგენტოს მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;
თ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ი) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას;
კ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
მ) წარმოადგენს სააგენტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ნ) ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
პ) სამინისტროსთან ათანხმებს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ჟ) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანას.
4. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით აფხაზეთის ავტონომიური რსეპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი.
5. სააგენტოს უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
6. სააგენტოს უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ სააგენტოს უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
7. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს სააგენტოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) პროგრამების მართვისა და ანალიზის სამმართველო;
გ) დარგობრივი სერვისების სამმართველო.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა:
ა)კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) სააგენტოს მიერ ჩატარებული თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ე) საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციისა და წინადადებისა მომზადება;
ვ) სააგენტოს შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი;
თ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ი) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
მ) სააგენტოში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
პ) სააგენტოში დასაქმებულ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ჟ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა;
რ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7🔗. პროგრამების მართვისა და ანალიზის სამმართველო
პროგრამების მართვისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა:
ა) ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში დევნილთა ინტეგრაციის მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
ბ) დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამონაწილეობის ფორმატში დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, მართვა და შედეგების ანალიზი;
დ) დევნილთა და აფხაზეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა მატერიალური და ფინანსური აქტივებით;
ე) დევნილთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით;
ვ) საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 8🔗. დარგობრივი სერვისების სამმართველო
დარგობრივი სერვისების სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა:
ა) დაინტერესებულ პირთათვის სამშენებლო-საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სერვისის განხორციელება;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის, შესაბამისი დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა;
გ) ეკონომიკის დარგების, მათ შორის, ტურიზმის, ტრანსპორტის, მშენებლობის, მრეწველობის, ელექტროკომუნიკაცია და გზავნილების სისტემის განვითარების მიზნით პროგრამების და პროექტების შემუშავება და განხორციელება;
დ) მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
ე) გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და სხვადასხვა მასშტაბის რუკების შედგენა;
ვ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის შექმნა;
ზ) აფხაზეთის ტერიტორიაზე საშიშ გეოლოგიურ მოვლენებზე გეომონიტორინგული კვლევების წარმოება-დაკვირვება, შეფასება და ანალიზი შემდგომი რეაგირების მიზნით.
მუხლი 9🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო
1. სააგენტოს ქონება შედგება:
ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
დ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 10🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.
5. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.