„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.017114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №7
 

2021 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019, 140010000.22.034.016838) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველო.“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.

2. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია:

ა) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილება;

ბ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;

გ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;

დ) საქმისწარმოების განყოფილება.

3. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და შესყიდვების განყოფილება;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილება;

დ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.

4. დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა, დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი, ასევე კორესპონდენციის წარმოება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);

ბ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე, ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი ჯილდოსი), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ე) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი;

ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

თ) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;

ი) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა;

მ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

ნ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება;

ო) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება, ასევე, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა;

პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი ჯილდო) მიზნით მასალების მომზადება და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარება, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ს) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი, აგრეთვე ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ტ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

უ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;

ფ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;

ქ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;

ღ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

ყ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;

შ) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ჩ) პენიტენციალური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, შესაბამისი რაიონული სამმართველოების ინფორმირება;

ც) დანაშაულის რეციდივის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკის წარმოება;

ძ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეყვანა;

წ) ქ. თბილისში გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული ძალების ორგანიზება, კონტროლი და მასში უშუალო მონაწილეობა;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 22 თებერვალს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.02.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.017114.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №7, 19.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017114 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5105493/