„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2021 წლის 19 თებერვალი ქ. მარნეული |
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან“.“
2. დადგენილების დანართი 1-ის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
1. მერია შედგება სამსახურებისაგან. მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
2. მერის, მერის პირველ მოადგილისა და მოადგილესთან (მოადგილეებთან) სამსახურის დაქვემდებარებების საკითხი რეგულირდება მერიის სტრუქტურით.
3. მერიის სამსახურების რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით.
4. მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
5. მერიის საშტატო ნუსხით განისაზღვრება მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა. მერიის საშტატო ნუსხას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
6. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;
ვ) ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური;
ზ) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
7. სამსახურების ძირითადი ფუნქციები:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოება, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სტატისტიკის, ანალიზის და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების პროცესში მონაწილეობა/ჩართულობა – მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთკოორდინაციის გზით; მერიის სისტემაში (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სისტემა და თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ინსპექტირება და დისციპლინურ წარმოება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიული პირები) და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირება.
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
გ) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ურბანული განვითარების განხორციელება და ხელშეწყობა; სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარება და ორგანიზების პროცესის კოორდინაცია; გეგმარებითი და ტექნიკური დავალებების მომზადება; მოქმედი კანონმდებლობით დადგეგნილი წესით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენა/შეთანხმება და შესაბამისი ვიზების ოფიციალური გაფორმების გრიფირება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა; სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის /განხორციელების მიზნით, საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობა/მონაწილეობა.
დ) ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; სამსახურის კომპეტენციაში შემავალი უფლებამოსილებების განხორციელებისას მუნიციპალიტეტის სახელით მოქმედება; ადგილობრივი მოსაკრებლებისა და მუნიციპალური ქონების განკარგვისას, შემოსულობების კონტროლი.
ე) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით, პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ვ) ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; ინვესტორებთან თანამშრომლობა შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადება; მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია/ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/ რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის, პროცესის ინსპექტირება-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირება უფლებამოსილების ფარგლებში; სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის-ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზი და ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობა/მონაწილეობა და ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ზ) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ქონების მართვას, აღრიცხვას, დაცვას და მისი მიზნობრივი გამოყენებისათვის საჭირო შესაბამის ღონისძიებებს; ახდენს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელს უწყობს შესაბამისი მიმართულებით ახალი/მოწინავე/თანამედროვე ციფრული/ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას; სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში, ახორციელებს მუნიციპალიტეტის – ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის /განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/მონაწილეობას და ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
ი) შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის სისტემაში, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, შიდა აუდიტის განხორციელება და მათი საქმიანოვის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციებისა და შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება; დადგენილი წესით, შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება.“.
|