⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125<sup>4</sup> და 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2021
ძალის დაკარგვა 01.04.2021
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 645 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2021 მიღება
01.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ         კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №4 2021 წლის 19 თებერვალი ქ. კასპი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 290​​4-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 313-ე მუხლის მე-20 ნაწილის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე დანართი №1 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4 და 135​​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 2🔗 1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​​​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე. 3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით. მუხლი 3🔗 1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე: http://kaspi.gov.ge/ (შემდგომ, ვებგვერდებზე) შესაბამის ველში. 2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მუხლი 4🔗 1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდებზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს. 3. ოფიციალურ ვებ გვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა. მუხლი 5🔗  საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. მუხლი 6🔗 1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.