ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დავით კაჭარავას ქუჩისთვის იუნკერის ალექსანდრე ახვლედიანის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016603
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2021
matsne.gov.ge 149 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 27.04.2021 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში აბესალომ ვეკუას ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 24.05.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დავით კაჭარავას ქუჩისთვის იუნკერის ალექსანდრე ახვლედიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №67 2021 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დავით კაჭარავას ქუჩისთვის იუნკერის ალექსანდრე ახვლედიანის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, დავით კაჭარავას ქუჩას მიენიჭოს იუნკერის ალექსანდრე ახვლედიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე