„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.139.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის #31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, რეგისტრაციის კოდი: 010250000.35.139.016390; 21/12/2020წ.) და;

1. დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 18: ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსდებიან 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არის 160 000 დან 200 000-მდე და საჭიროებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას დაფინანსება გაეწიოთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

3. პირები რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გარდა „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლების (დედით ან მამით) და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისა, დიდი სამამულო ომისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა; და საჭიროებენ როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას, გაეწიოთ დაფინანსება 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირების (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობლებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის ინვალიდ ვეტერანთა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების მკურნალობის დაფინანსება განხორციელდეს სრულად, მაგრამ არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

5. პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომლის თანხა არ აღემატება 100 (ასი) ლარს დაფინანსება გაეწევათ სრულად“.

2. დადგენილების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;

„დ) დაფინანსება არ განხორციელდება ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი