სს „კალასის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
სს „კალასის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2021 წლის 19 მარტს, 11:00 საათზე ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ჩიხ №1-ში მოწვეულია სს „კალასის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სააქციო საზოგადოება „კალასის“ წესდების ახალი რედაქციის განხილვა და მიღება;

2. სააქციო საზოგადოება „კალასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევა;

3. სს „კალასის“ 2020 წლის ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების განხილვა.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარესე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2021 წლის 19 მარტი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 2021 წლის 19 მარტი, 10:00 საათი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „კალასის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში 2021 წლის 23 თებერვლიდან 2021 წლის 19 მარტამდე, ყოველ სამუშაო დღეს, 12:00 საათიდან 14:00 საათემდე მისამართზე: ქ. თბილისი, ჭიჭინაძის ჩიხი №1.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „კალასის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“, მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „კალასის“ მისამართზე: ქ. თბილისი ჭიჭინაძის ჩიხი №1.

 

სააქციო საზოგადოება „კალასის“

დირექტორი                                                გოდერძი ბასილაძე