,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის ბრძანება №19-ძ/ს |
|
2021 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის) თანდართული ტიპური დებულება.’’.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27.“.
3. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი.’’.
4. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები:
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელება ან/და განხორციელების ხელშეწყობა.
2. ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ე) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.’’.
5. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, მინისტრის უფლებამოსილების ვადით.’’.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის, მივლინების, ასევე, წვევამდელთა აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო ძალების რეზერვში გადარიცხვის საკითხებზე;’’.
8. დებულების მე-6 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) დევნილებთან კოორდინაციის სამსახური;
ბ) პროგრამების სამსახური;
გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
2. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან კოორდინაციის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურებას, ასევე, სამართლებრივი სახის კონსულტაციების გაწევას;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას.
3. პროგრამების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას;
გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;
გ) სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას;
დ) კანონმდებლობით დელეგირებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.’’.
|