სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ, რომ 2021 წლის 18 მარტს დანიშნულია სს „ნინოს“ (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, მისამართი: ქ. თბილისი, ნინოშვილისქ. № 8, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

2. კრება ჩატარდება 2021 წლის 18 მარტს, დღის 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა.

3. კრების დღის წესრიგით განსახილველი საკითხებია:

1. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების  ელენე მაჭავარიანის და დავით ბატიაშვილის გათავისუფლება და ახალი წევრების არჩევა;

4. კრების სააღრიცხვო თარიღია 2021 წლის 18 თებერვალი. კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2021 წლის 18 თებერვლიდან კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):

–  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560;

4. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

 

სს „ნინოს“ დირექტორი                                                                               ანი დაბრუნდაშვილი