⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.05.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2021
ძალის დაკარგვა 20.05.2022
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016393
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,437 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2021 მიღება
20.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2021 წლის 25 თებერვალი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული,თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, 27-ე პუნქტის, 209​3 მუხლის პირველი ნაწილის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დანართი №1-ის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტშ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების  და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. მუხლი 2🔗 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის 55​5 მუხლით, 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით,  77​2 მუხლით, 82​5 მუხლით 103-ე მუხლით, 146​1 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე მუხლით, 150​1 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით  გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის 290​6 მუხლის გათვალისწინებით, ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილ პირი/პირები. მუხლი 3🔗 „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 32-ე მუხლით (სამშებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 33-ე მუხლით (შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით-ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება), 34-ე მუხლით (ცხოველის სხეულის  ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 35-ე მუხლით (მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა), 36-ე მუხლის მეორე პუნქტით (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 39-ე მუხლით (სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა), 43-ე მუხლის პირველი პუნქტებით (კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა) გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ёზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს“,  წესდებით განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში  წინამდება დადგენილების დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის 51​3, 53​3ე მუხლით, 55-ე მუხლით, 55​2 მუხლით, 55​6 მუხლით, 77​1 მუხლით, 77​2, 82​5 მუხლით, 103-ე მუხლით, 107​4 მუხლით, 119​1 მუხლით, 135-ე მუხლით, 135​1 მუხლით, 146​1 მუხლით, 148-ე მუხლით, 150-ე მუხლით, 150​1-ე მუხლით, 151-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 152​2 მუხლით, 153​4 მუხლით, 159-ე მულით, 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 290​6 მუხლის საფუძველზე  შედგენის უფლებამისილება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილ პირს/პირებს წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმართველობის უფლებამოსილებას  მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015 წლის 30 ივლისის №16 დადგენილება (მიღების თარიღი: 30/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016176). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების  და აღრიცვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად. 2. ეს წესი განსაზღვრავს აღნიშნული დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 3. ოქმის წარმოება, გამოიყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის შესაბამისად. 4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმის ფორმის დამზადება 1. ოქმის ფორმა მზადდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს. მუხლი 3🔗. ოქმის ფორმის შენახვა 1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსი სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოთ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. ოქმის შინაარსი და დამცავ ნიშნები 1. ოქმში შესატანი მონაცემების მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილულ და უხილავ ციფრებით; გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამზადებული პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა). მუხლი 5🔗. ოქმის შევსება 1. ოქმი ივსება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- ,, ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის“ უფროსის მიერ. 2. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. სათანადო აქტის შედგენით. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად ( ერთი ორიგინალი და ორი სათანადო დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში (სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში), ოქმის მეორე ეგზემპლარი ( სათანადოდ დამოწმებული გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც კეთდება ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი ( სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან. 5. ოქმის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი წესის შესაბამისად, შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი. 6. ოქმი განსახილველად დაუყონებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შემთხვევაში). მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა 1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნომერი; 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობი შესაბამისად. დანართი №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სერია № ოქმის შედგენის თარიღი: „      “          “ 20   წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი:       უფლებამოსილმა პირმა  (თანამდებობა, სახელი, გვარი) შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ წლის „       “         “ გამოვლინდა ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ფაქტი  (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი) ადმინისტრაციული  სამართალდარღვევა ჩადენილია  (ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის არსი: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მოსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა): 1. ---------------------------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------------------------------------------- (მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებლის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი). ოქმს -------------------- დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება (ერთვის, არ ერთვის) ოქმი შევადგინე: -------------------------------------------------------------------------- დამრღვევი: --------------------------------------------------------------------------------- მოწმეები: 1. --------------------------------------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------------------------------------------------------    ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: ------------------------------------------------------- შენიშვნა: დანართი №3 სამართალდარღვევის ოქმის სერია № ოქმის შედგენის თარიღი: „        “            “ 20   წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი   უფლებამოსილმა პირმა  (თანამდებობა, სახელი, გვარი) შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ წლის „       “ „               “ გამოვლინდა ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ფაქტი (სამართალდარღვევის ადგილი) სამართალდარღვევა ჩადენილია (ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებელი ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) სამართალდარღევევის არსი: პასუხისგებლობა სამართალდარღვევისათვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი ––––––––––––– მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა): 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებელის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი). ოქმს ------------------ დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება (ერთვის, არ ერთვის) ოქმი შევადგინე ------------------------------------------------------------------ დამრღვევი -------------------------------------------------------------------------- მოწმეები: 1. ------------------------------------------------------------------------------ 2. ------------------------------------------------------------------------------- ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე ------------------------------------------------------ შენიშვნა: